რუსეთმა საქართველოს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ნავთობის პირველი პარტია გაგზავნა - Reuters

საქართველო, თბილისი - 19:21 | 21.10.2025
ნანახია: 36

რუსეთმა საქართველოს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ნავთობის პირველი პარტია გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამას მოწმობს LSEG-ის გემების მონიტორინგის მონაცემები და ინდუსტრიის წყაროები. LSEG-ის მონაცემებისა და ვაჭრობის სფეროში მომუშავე ერთ-ერთი ტრეიდერის ინფორმაციით, ტანკერმა Kayseri-მ 6 ოქტომბერს 105,340 ტონა Siberian Light მარკის ნავთობი რუსეთის შავი ზღვის პორტიდან, ნოვოროსიისკიდან ყულევის ნავთობტერმინალში ჩაიტანა.

"რუსნეფტმა" Reuters-სთან კომენტარი არ გააკეთა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე