გლდანის ციხის ყოფილი უფროსი გარდაცვლილი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 11:41 | 08.10.2025
ნანახია: 666

გლდანის პენიტენციური დაწესებულების ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მას ცეცხლნასროლი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

გოგობერიშვილი გარდაცვლილი ავტოფარეხში იპოვეს, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდა ჭრილობა მიყენებული.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დავით გოგობერიშვილმა გლდანის პენიტენციური დაწესებულების დირექტორის თანამდებობა აგვისტოში,  თანაინვესტირების ფორდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ციხეში ცემის ფაქტის შემდეგ დატოვა.


პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე