„თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისის დანერგვისთვის THE BIZZ Awards-ის ჯილდო მიიღო
საქართველო, თბილისი - 16:15 | 02.10.2025 ნანახია: 656
ინოვაციური ხედვისა და მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგიის დაგეგმვისთვის „თეგეტა მოტორსმა“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ნომინაციაში Customer Centric Automotive Company კომპანიამ THE BIZZ Awards-ის ჯილდო მიიღო. დაჯილდოების ცერემონია პერუში, კუსკოს ისტორიულ ქალაქში გაიმართა, სადაც THE BIZZ Awards-ის 20 წლის იუბილე აღინიშნა და საერთაშორისო ბიზნესკონფერენცია გაიმართა.

ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „აღნიშნული ჯილდო მომხმარებელზე ორიენტირებულობის, უწყვეტი ინოვაციებისა და გუნდური მუშაობის მკაფიო დასტურია. გვახარებს ის ფაქტი, რომ საერთაშორისო პროფესიული საზოგადოება აღიარებს ჩვენს მიდგომებს, რაც კომპანიის პრესტიჟულობას აჩვენებს. ჯილდო დამატებითი სტიმულია, რათა კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ სერვისის განვითარებისთვის; თანამშრომელთა უწყვეტ განათლებასა და ციფრულ ტრანსფორმაციაში კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია ჩავდოთ.
ჩვენი ძირითადი მიზანი უცვლელია — გვსურს, რომ მომხმარებელს მივაწოდოთ მასზე ორიენტირებული მომსახურება; იგრძნოს კომფორტი და იცოდეს, რომ ჩვენი სერვისები შექმნილია სწორედ მისი საჭიროების შესაბამისად.
მიღებული ჯილდო კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და ჩვენს მომხმარებლებს ისეთ გამოცდილებას ვთავაზობთ, რომელიც სრულად შეესაბამება თანამედროვე გლობალურ სტანდარტებს“.
THE BIZZ Awards-ის აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს „თეგეტა მოტორსის“ წამყვან როლს არა მხოლოდ ქართულ, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც. ეს გამარჯვება კომპანიას აძლევს შესაძლებლობას, გააძლიეროს საკუთარი ბრენდის გლობალური ხედვა, შექმნას ახალი პარტნიორული კავშირები WORLDCOB-ის საერთაშორისო ქსელში და წარადგინოს ქართული ბიზნესი მსოფლიო ასპარეზზე.
THE BIZZ Awards მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა. დაჯილდოების ღონისძიება World Confederation of Businesses (WORLDCOB)-ის მიერ 2004 წლიდან ყოველწლიურად იმართება და 120-ზე მეტი ქვეყნის კომპანიებს აერთიანებს. აღნიშნული ჯილდო ენიჭებათ ორგანიზაციებს, რომლებიც გამოირჩევიან ხარისხით, ინოვაციებით, ლიდერობითა და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომებით.
WORLDCOB-ის შეფასების კომიტეტი სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული და კომპანიებს აფასებს ბიზნესლიდერობის, მართვის სისტემების, პროდუქტების, სერვისების ხარისხის, ინოვაციების, სოციალური პასუხისმგებლობისა და მიღწეული შედეგების მიხედვით. გამარჯვებულის სტატუსი ენიჭებათ მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებიც აღნიშნულ კრიტერიუმებში მაღალი ქულებით გამოირჩევიან. სწორედ ამიტომ THE BIZZ Awards განსაკუთრებულად იშვიათ და ღირებულ აღიარებად მიიჩნევა, რომელიც ადასტურებს კომპანიის გრძელვადიან სტრატეგიასა და მომხმარებელზე ორიენტირებულ ბიზნესმიდგომას.
--
„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















