ტექნოლოგიებისა და დიზაინის სინთეზი ერთ სივრცეში - „ვოლვო ქარ საქართველომ“ ახალი XC90 და EX90 წარადგინა
საქართველო, თბილისი - 19:01 | 22.09.2025 ნანახია: 4288
განახლებული Volvo XC90 და სრულად ელექტრული EX90 ქართული ბაზრისთვის უკვე ხელმისაწვდომია. შვედური ბრენდის უახლესი მოდელების პრეზენტაცია უჩვეულო გარემოში, რიტუალების სასახლეში გაიმართა. ინოვაცია, დიზაინი და თანამედროვე ხედვა საღამოს მთავარ თემად იქცა - ორი შვიდადგილიანი SUV-ი „სიტუაციონისტის“ ახალი კოლექციის თანხლებით წარადგინეს.
ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს Volvo-ს 2025 წლის მოდელების შესაძლებლობები „ვოლვო ქარ საქართველოს“ დირექტორმა გააცნო.

ირაკლი იმნაძე, „ვოლვო ქარ საქართველოს“ დირექტორი: „მოხარულები ვართ, რომ Volvo-ს ფლაგმანი მოდელი XC90 და ახალი თაობის სრულად ელექტრული EX90 უკვე ჩვენს შოურუმშია.
მინიმალისტური სტილითა და უსაფრთხოების მაღალი დონით გამორჩეული XC90 ოჯახისთვის არის განკუთვნილი. ეს არის მოდელი, რომელმაც პრემიუმ SUV სეგმენტში Volvo ლიდერის პოზიციაზე დაამკვიდრა.
რაც შეეხება EX90-ს, ის ბრენდის მომავლის ხედვას წარმოადგენს. ელექტრომობილი ყველაზე ინოვაციური სისტემებით არის აღჭურვილი, გამონაბოლქვის დონე კი ნულოვან ნიშნულზეა.
ვფიქრობთ, მსგავსი ღონისძიებები კარგი შესაძლებლობაა, უფრო ახლოს გავაცნოთ საზოგადოებას ბრენდის ხედვა, გავუზიაროთ უახლესი ტექნოლოგიები და შევუქმნათ ის უნიკალური გამოცდილება, რომელსაც Volvo სთავაზობს“.

შვედური წარმოების ავტომობილები ორგანიზატორებმა შთამბეჭდავი სანახაობის ფონზე წარადგინეს. სტუმრებმა, Volvo-ს ახალ მოდელებთან ერთად, „სიტუაციონისტის“ 2026 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია იხილეს.
პრეზენტაცია Studio Liberty-სა და „ალდაგის“ პრემიუმ ბრენდის, „პრიმოს” მხარდაჭერით შედგა. საღამოს ესწრებოდნენ კერძო და საჯარო სექტორის, ბიზნესწრეების წარმომადგენლები, Volvo-ს პარტნიორები და შვედური ბრენდის მოყვარულები.

ეკა კევლიშვილი, „ვოლვო ქარ საქართველოს“ მარკეტინგის მენეჯერი: „ინოვაცია, სტილი, ელეგანტურობა და ტრადიციები ერთ სივრცეში მოვაქციეთ. გვსურდა, ღონისძიება გამორჩეული ყოფილიყო და პრეზენტაცია იმ ხელოვანებთან ერთად დავგეგმეთ, რომლებთანაც საერთო ღირებულებები გვაქვს. სადა, დახვეწილი სტილი, მაღალი ხარისხი, ზრუნვა გარემოზე - შინაარსობრივი და ესთეტიკური თანხვედრა „სიტუაციონისტთან“ გვაერთიანებს. მოხარულები ვართ, რომ ირაკლი რუსაძის სეზონური კოლექცია საქართველოში პირველად სწორედ ჩვენმა სტუმრებმა იხილეს.
აღსანიშნავია მუსიკალური ნაწილიც. პერფორმანსისთვის საგანგებოდ დაწერა მუსიკა ტუსია ბერიძემ. რიტუალების სასახლის ზარების ხმასთან ინტეგრირებული მელოდია ემოციურ ატმოსფეროს ქმნიდა და საღამოს კონცეფციას უსვამდა ხაზს.
ასევე განსაკუთრებული მადლობა Young Georgian Lolitaz-ის წევრებს, რომლებიც სპეციალურად ჩვენი ღონისძიებისთვის ისევ შეიკრიბნენ“.

სკანდინავიური სისადავით, მაღალი შესაძლებლობებითა და Volvo-სთვის დამახასიათებელი უსაფრთხოებით გამორჩეული მოდელების შერჩევა „ვოლვო ქარ საქართველოს“ VRE კონცეფციის შოურუმშია შესაძლებელი. უნივერსიტეტის №6-ში მისული მომხმარებელი ბრენდზე მორგებულ სრულ სერვისს მიიღებს.
ტექნიკური მახასიათებლები:
Volvo XC90 ახალი თაობის SUV-ია. მოდელი აღჭურვილია 2.0-ლიტრიანი ტურბო ბენზინის ძრავით, Mild-Hybrid და Plug-in Hybrid ტექნოლოგიებით. Plug-in Hybrid ვერსია 455 ცხენის ძალასა და 709 ნმ ბრუნვის მომენტს ავითარებს, რაც საშუალებას აძლევს მანქანას, 0-დან 100 კმ/სთ-მდე დაახლოებით 5.4 წამში აჩქარდეს. ელექტრორეჟიმში კი ავტომობილი 70 კმ-მდე სავალ მანძილს ფარავს. ყველა ვერსია კომპლექტდება 8-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფითა და სრულამძრავიანი სისტემით.
Volvo EX90 ბრენდის სრულიად ახალი ელექტრიფიცირებული SUV-ია. სტანდარტული Twin Motor ვერსია 408 ცხენის ძალას ავითარებს და WLTP (მსოფლიოში ჰარმონიზებული მსუბუქი ავტომობილების ტესტირების პროცედურა) ციკლის მიხედვით 590 კმ-მდე სავალ მანძილს ფარავს ერთ დატენაზე. Performance ვერსია კი 517 ცხენის ძალით გამოირჩევა და 0-დან 100 კმ/სთ-მდე მხოლოდ 4.9 წამში აჩქარდება. ორივე ვერსია აღჭურვილია 111-კილოვატსაათიანი ელემენტით და სწრაფი დამტენის გამოყენებით 10-დან 80%-მდე, სულ რაღაც, 30 წუთში იმუხტება.
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია ,,ვოლვო ქარ კავკასია“ 2019 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და შვედური ბრენდის „ვოლვოს“ ოფიციალური იმპორტიორია ამიერკავკასიასა და შუა აზიაში. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური მომწოდებელია საქართველოში, უზბეკეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.
„ვოლვო ქარ კავკასია“ მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს. მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით სასურველი კომპლექტაციის მოდელი ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ კავკასია“ უზრუნველყოფს.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















