„თეგეტა ბიზნესი“ - ახალი მიმართულება ჰოლდინგმა ბიზნესფორუმზე კორპორაციულ მომხმარებლებს წარუდგინა
საქართველო, თბილისი - 18:38 | 23.06.2025 ნანახია: 1203
„თეგეტა ჰოლდინგმა“ მსხვილი და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ბიზნესფორუმზე უმასპინძლა. პერსონალიზებული მიდგომა, ექსკლუზიური ფასები, სრული ტექნიკური მომსახურება და ავტოპარკის მართვა ერთიანი სისტემის ფარგლებში - პრეზენტაციაზე კომპანიებს იმ პროდუქტებისა და სერვისების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომლებსაც ჰოლდინგის ახალი მიმართულება „თეგეტა ბიზნესი“ აერთიანებს.

მხარდამჭერი ინიციატივა კორპორაციული მომხმარებლებისთვის უფრო მოქნილი, სწრაფი და ეფექტური მომსახურების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. ახალი მიმართულება მთლიანად ბიზნესსექტორზეა მორგებული და გათვალისწინებულია როგორც ლოგისტიკური კომპანიებისთვის, ისე სამშენებლო და სხვა სექტორებისთვის, რომლებსაც ავტოპარკის გამართულად და ეფექტიანად მართვა სჭირდებათ. შატო მუხრანში გამართულ ღონისძიებას 200-მდე სტუმარი ესწრებოდა.

ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „მოხარულები ვართ, რომ ბიზნესებს ჩვენი ახალი მიმართულება დეტალურად გავაცანით. „თეგეტა ბიზნესისთვის“ სრულიად განსხვავებული მიდგომაა, რომლის საშუალებითაც კორპორაციულ მომხმარებლებს ავტოპარკის მოვლის ქართული ბაზრისთვის ინოვაციურ და ყველაზე ხარჯთ ეფექტურ გზას ვთავაზობთ. „თეგეტა“ უკვე აღარ არის მხოლოდ პროდუქტისა და სერვისის მიმწოდებელი — ის ხდება ბიზნესის სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც ზრუნავს ავტოპარკის გამართულობაზე ბიზნესის უწყვეტი მოძრაობისათვის. მთელი ჩვენი კონცეფცია სწორედ ამ პრინციპს ეფუძნება.
ჩვენც ერთი პატარა მაღაზიით დავიწყეთ და ზუსტად ვიცით ბიზნესის ყველა საჭიროება. ხოლო როგორც რეგიონში ავტოინდუსტრიის ლიდერს, გვაქვს პროფესიული გამოცდილება, ვიყოთ მათი მრჩევლები, შევთავაზოთ გადაწყვეტა, რომელიც მათი ავტოპარკის ფლობის ღირებულებას გააეფექტურებს და ავტოპარკის გამართული მუშაობით ხელს შეუწყობს ბიზნესის უწყვეტობას“.
ბიზნესფორუმზე დასასწრებად საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდნენ ბრიტანული და იაპონური ბრენდების Shell-ისა და Bridgestone-ის წარმომადგენლები. „თეგეტას“ მრავალწლიანი პარტნიორები ჰოლდინგის წამოწყებაში აქტიურად არიან ჩართულები. უცხოელმა სტუმრებმა ღონისძიების დამსწრეებს შეთავაზების შესახებ თავადაც გაუზიარეს ინფორმაცია. „თეგეტას“ ახალი ბიზნესმიმართულების ფარგლებში მომხმარებელი მსოფლიო ბრენდების მაღალხარისხიანი პროდუქციის შეძენას ექსკლუზიურ ფასად „თეგეტას“ ნებისმიერ ფილიალში შეძლებს.

„შატო მუხრანში“ გამართულ ღონისძიებაზე საგამოფენო სივრცეც მოეწყო, სადაც მონაწილეებს დეტალურად წარუდგინეს „თეგეტას“ პორტფელში არსებული ბრენდების პროდუქტები. ასევე გააცნეს ინოვაციური პროდუქტები, PPK - ფასი კილომეტრზე და TCO- - საერთო ფლობის ღირებულება და მათი შედეგები თანამედროვე ბიზნესმიდგომების გათვალისწინებით. შეხვედრაზე ბიზნესსუბიექტებს ინდივიდუალური კონსულტაციის მიღების შესაძლებლობაც ჰქონდათ.

„თეგეტა ბიზნესისთვის“ უკვე ხელმისაწვდომია კომპანიებისთვის, რომლებიც ფლობენ ან მართავენ მსუბუქ, სატვირთო, სამშენებლო თუ სპეციალური დანიშნულების ტექნიკას. ბიზნესის წარმომადგენლებს შეუძლიათ, ისარგებლონ მომსახურების სხვადასხვა პაკეტით, რომელიც მათ სპეციფიკაზე მორგებულ პირობებს აერთიანებს. „თეგეტა ჰოლდინგი“ განაგრძობს ინოვაციებზე დაფუძნებული სერვისების დანერგვას და ქმნის ბიზნესგარემოს, რომელიც კომპანიების საქმიანობის უწყვეტობასა და ეკონომიკის ზრდას უწყობს ხელს.

„თეგეტა ბიზნესისთვის“ მოიცავს:
- ფლიტ მენეჯმენტის სერვისს — ავტოპარკის სრულ ტექნიკურ მომსახურებას, გამართულობის კონტროლსა და მონაცემებზე დაფუძნებულ ანალიტიკას;
- TCO (Total Cost of Ownership) ანალიზს — ავტოპარკის პატრონობის ხარჯების გამჭვირვალე შეფასებას, რაც ხელს უწყობს ფინანსურ ოპტიმიზაციას;
- PPK (Price-Per-Kilometer) სერვისს — უნიკალურ შეთავაზებას — მომხმარებელი იხდის მხოლოდ გავლილი კილომეტრის საფასურს, რაც გამორიცხავს ერთჯერად დიდ ხარჯებს საბურავებსა და სერვისებზე;
- ინდივიდუალურ ფასებსა და ტექნიკურ მხარდაჭერას ავტოპარკის სპეციფიკის მიხედვით;
- პრაიმ მომსახურებასა და პერსონალურ მენეჯერს, რომელიც ზრუნავს სერვისის უწყვეტობასა და მომხმარებლის საჭიროებებზე;
- მომხმარებელზე მორგებულ სალიზინგო პროდუქტებსა და გადახდის პირობას.
,,თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ,,თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. ,,თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. ,,თეგეტა ჰოლდინგი”, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















