უკრაინამ რუსეთის ტყვეობაში მყოფი მებრძოლების კიდევ ერთი ჯგუფი დაიბრუნა

საქართველო, თბილისი - 17:52 | 20.06.2025
ნანახია: 32

უკრაინამ სტამბოლის შეთანხმების ფარგლებში, რუსეთის ტყვეობაში მყოფი მძიმედ დაშავებული და დაავადებების მქონე მებრძოლების კიდევ ერთი ჯგუფი დაიბრუნა.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უმეტესობამ რუსეთის ტყვეობაში ორ წელზე მეტი გაატარა. გათავისუფლებულ მებრძოლებს მძიმე სამედიცინო დიაგნოზები აქვთ

„ესენი არიან მარიუპოლის, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს, ხერსონის, ხარკოვისა და ჩერნიგოვის ოლქის დამცველები, შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიისა და სასაზღვრო სამსახურის მებრძოლები“, – აცხადებს ზელენსკი.

უკრაინისთვის გადაცემულ ტყვეებს შორის ყველაზე ხანდაზმული 60 წლისაა. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე