Prime მომსახურება ბიზნესპარტნიორებისთვის - მომხმარებელზე ზრუნვის ახალი სტანდარტი „თეგეტა ბიზნესისგან“
საქართველო, თბილისი - 17:22 | 20.06.2025 ნანახია: 1148
„თეგეტა ჰოლდინგი“ მომხმარებელზე ზრუნვის ახალ ეტაპზე გადადის და სტრატეგიულ კორპორაციულ მომხმარებლებს Prime მომსახურებას სთავაზობს. „თეგეტა ბიზნესის“ ფარგლებში შექმნილი ახალი პროდუქტი გათვლილია იმ კორპორაციულ მომხმარებლებზე, რომლებიც მართავენ დიდ ავტოპარკს და მაქსიმალურად ეფექტური საოპერაციო მოდელი ესაჭიროებათ. ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მიდგომა ბიზნესს საოპერაციო საქმიანობის გაუმჯობესებაში დაეხმარება.
„თეგეტას“ Prime მომსახურება პასუხობს კორპორაციული მომხმარებლების უმნიშვნელოვანეს საჭიროებებს: პროცესების კოორდინაცია, სერვისის სტატუსების კონტროლი და ინფორმაციის დროული მიღება. პარტნიორ კომპანიას ენიშნება Prime მენეჯერი — ინდივიდუალური საკონტაქტო პირი, რომელიც უზრუნველყოფს ავტოპარკის უწყვეტ, გეგმურ და ეფექტიან მომსახურებას. ის უზრუნველყოფს როგორც სერვისის დაგეგმვასა და ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგს, ისე ხარჯებისა და დატვირთვის ანალიზს და დოკუმენტაციის მართვას, რაც შესაძლებელია როგორც დისტანციურად, ისე ფილიალში ვიზიტისას.
ნათია ნასრაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ მთავარი საოპერაციო ოფიცრის მოადგილე: „Prime მომსახურება ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, ავტოპარკის მართვა ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანოს — ზუსტად, ეფექტურად და პარტნიორულად. იმ კომპანიები, რომლებსაც თეგეტასთან სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ, ფლობენ დიდ ავტოპარკს და აქვთ მუშაობის განსხვავებული სპეციფიკა, ვთავაზობთ რეალურ საჭიროებებზე მორგებულ გამოცდილებას. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სარგებელი, რომელსაც თეგეტასგან იღებენ, არის ავტოპარკის ინდივიდუალურად შესწავლა და ამის შესაბამისად, მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისების მიღება. ამ შემთხვევაში გათვალისწინებულია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, რომელიც გავლენას ახდენს თითოეული ავტომობილის ცვეთასა და ოპერირებისთვის საჭირო სარეგლამენტო სერვისებზე.
Prime-ის მთავარი უპირატესობა პრევენციულ მიდგომაშია — მომხმარებელი აღარ ელოდება პრობლემას, მან ზუსტად იცის, როდის უნდა ჩაუტარდეს ავტომობილს გეგმური სერვისი ან ტექნიკური შემოწმება, რაც იმას ნიშნავს, რომ დაზღვეულია გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან და მაქსიმალურად ზოგავს ავტომობილის სერვისზე მოცდენის დროს. ანალიტიკისა და რეპორტინგის საშუალებით კომპანია ზუსტად ხედავს თავის ხარჯებს და იღებს გადაწყვეტილებას, როდის დაგეგმოს ცვლილება კონკრეტულ ავტომობილთან დაკავშირებით“.

ახალი მომსახურებისთვის სპეციალურად შეირჩნენ Prime მენეჯერები, რომლებიც ამ მიმართულებით უკვე ფლობენ მრავალწლიან პრაქტიკულ გამოცდილებას. ისინი კარგად იცნობენ როგორც სერვისის სტანდარტებს, ისე ავტომობილების აგებულებასა და პრემიუმ პროდუქტების სპეციფიკას. ისინი უზრუნველყოფენ თეგეტას სერვისცენტრებში პრიორიტეტულ რიგს Prime მომსახურების ფარგლებში, რათა მომხმარებლის ავტომობილი რაც შეიძლება ნაკლები დროით დაყოვნდეს შესაკეთებლად.
Prime სერვისი ასევე მოიცავს პროდუქტების ინდივიდუალური მარაგის შექმნას, მობილურ სერვისზე შეუზღუდავ წვდომას 24/7-ზე, სპეციალურ ფასებს, წვდომას შეზღუდულ შეთავაზებებზე და ხელსაყრელ პირობებს ახალი პროდუქტებისთვის.
Prime მომსახურების დანერგვას „თეგეტა“ გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე მდებარე ფილიალიდან იწყებს, რომელიც რეგიონში ყველაზე მასშტაბური სერვისჰაბია. ბიზნესპარტნიორებისთვის სერვისი ოფიციალურად 1 ივლისიდან ამოქმედდება, წლის ბოლომდე კი აღნიშნული მომსახურება ეტაპობრივად გავრცელდება „თეგეტა მოტორსის"თბილისის ცენტრალურ ფილიალში, ბათუმსა და ქუთაისში.
პოლიტიკა
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
- „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს
- ნანუკა ჟორჟოლიანმა წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის - შალვა პაპუაშვილი
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















