ბერლინში ავტომობილის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

საქართველო, თბილისი - 14:35 | 15.03.2016
ნანახია: 1769

აფეთქება მოხდა გერმანიის დედაქალაქ ბერლინში. ქალაქის დასავლეთ ნაწილში შარლოტენბურგის რაიონში ავტომობილი აფეთქდა. ადამიანი, რომელიც მანქანაში იჯდა, გარდაიცვალა. მისი ვინაობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის. რია ნოვოსტი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ ავტომობილში სავარაუდოდ ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. პოლიციაში აცხადებენ, რომ ბომბი ავტომობილში იყო დამონტაჟებული, ან მასზე იყო დამაგრებული. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე