აღადგინე რუსთავის ჭალის ტყე – „თეგეტა მოტორსის“ მხარდაჭერით გამწვანების მასშტაბური აქცია გაიმართა
საქართველო, თბილისი - 12:37 | 15.04.2025 ნანახია: 1133
რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პროცესში, უკვე ტრადიციულად, „თეგეტა მოტორსი“ და „თეგეტა გრინ პლანეტი“ ჩაერთნენ. გამწვანების მასშტაბური ღონისძიების ფარგლებში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე 2000 ნერგი დაირგო. აქცია პროექტის „ნაპირზე“ ორგანიზებით დაიგეგმა და ის თანხვედრაშია რუსთავის ჭალის განვითარების სტრატეგიასთან. რუსთავის ჭალა მდინარე მტკვრის ორივე ნაპირს მოიცავს და დაახლოებით 300 ჰექტარს შეადგენს. მდინარის მიერ ჭალის ტყის გავლით მოტანილ ჰაერის ნაკადს რუსთავის ინდუსტრიული ზონის განიავების ფუნქცია უნდა შეესრულებინა, თუმცა ეკოსისტემა განადგურდა. სწორედ ამიტომ ჭალის ტყის აღდგენას დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

გარემოს დაცვა სტრატეგიული მიმართულებაა „თეგეტა მოტორსისთვისაც“, სწორედ ამიტომ კომპანია პროექტ „ნაპირზე“-ს მხარდამჭერია და გამწვანების მასშტაბურ აქციაში უკვე მეორე წელია მონაწილეობს. მხარდაჭერის პარალელურად პროექტში „თეგეტას“ თანამშრომლებიც ჩაერთნენ. პროექტის „ნაპირზე“ შესახებ ინფორმაცია დონაციის პლატფორმა Tegeta.care-ზეც არის განთავსებული და ამით საზოგადოებას მათი მხარდაჭერის შესაძლებლობა ეძლევა.
თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „გარემოს დაცვითი პროექტების მხარდაჭერის დიდი გამოცდილება გვაქვს. ჩვენ მუდმივად ვეძებთ ისეთ პარტნიორებს, რომლებიც გარემოზე ზრუნვას პრიორიტეტად მიიჩნევენ და სხვადასხვა ინიციატივის ავტორები არიან. ჩვენ Tegeta.care-ის პარტნიორთან, პროექტთან „ნაპირზე“ უკვე მეორე წელია ვთანამშრომლობთ. სწორედ ამ თანამშრომლობის საერთო აქტივობაა გამწვანების მასშტაბური აქცია. გვიხარია, რომ ხეების დარგვა იმ პროექტის ნაწილია, რომელმაც ახალი სიცოცხლე უნდა შესძინოს მტკვრის ჭალას.
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისიც, რომ „თეგეტას“ თანამშრომლებსაც ჰქონდათ შესაძლებლობა, პროექტში ჩართულიყვნენ და საკუთარი წვლილი შეეტანათ გარემოს დაცვაში. ამ გზით ხელს შევუწყობთ, ერთი მხრივ, მათი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და ასევე ჩვენს წვლილს შევიტანთ ქალაქ რუსთავის ეკოსისტემის გაუმჯობესებაში“.
შალვა ახვლედიანი, „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორი: „თეგეტა გრინ პლანეტში“ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და კარგად ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას გარემოს დაცვის მიმართულებით. რუსთავის ჭალა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა ქალაქის ცხოვრებაში, თუმცა 90-იანი წლებიდან ვითარება შეიცვალა: ტყე გაიჩეხა, ბიომრავალფეროვნება გაუარესდა და ეკოსისტემა მოირღვა. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიდამოებისთვის პირვანდელი იერსახის დაბრუნება და გვიხარია, რომ აღნიშნულ პროექტში ვერთვებით.
ზოგადად, „თეგეტა გრინ პლანეტის“ პროფილი სპეციფიკური ნარჩენების მართვაა, რაც მათ რეციკლირებას, გადამუშავებასა და აღდგენას გულისხმობს. გარემოსთვის მავნე ნარჩენების გადამუშავების პარალელურად, აქტიურად ვერთვებით ისეთ ინიციატივებში, რომლებიც გამწვანებას, ტყეების გაშენებასა და ეკოსისტემის გაუმჯობესებას მოიცავს“.

ჭალის აღდგენის პირველი ეტაპი ქალაქში მდინარისპირა ტყის გაშენებას გულისხმობდა. პირველი საველე გასვლები და აქტივობები, მოხალისეებთან ერთად, 2023 წლის გაზაფხულიდან დაიგეგმა. ამჯერად გამწვანების მასშტაბურ აქციაში 150 მოხალისე ჩაერთვo, ადგილობრივი სკოლებიდან და ქვემო ქართლის სკაუტების ორგანიზაციიდან.
დათა ცინცაძე, პროექტის „ნაპირზე“ თანაავტორი: „პროექტი 6 მეგობრის ინიციატივით შეიქმნა. ჩვენ რუსთავში გავიზარდეთ და კარგად ვაცნობიერებთ რეალობას, რომელიც ამ ტერიტორიაზე ბოლო ათწლეულებში შეიქმნა. პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები ჭალის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებდა. გვსურდა, თითოეულ მოქალაქემდე მიგვეტანა ინფორმაცია რუსთავის ჭალისა და მისი მნიშვნელობის შესახებ. ადგილობრივი ეკოსისტემა დაირღვა და ქალაქმა გაწყვიტა კავშირი ამ უნიკალურ ტერიტორიასთან. ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ ამ კავშირის აღდგენაა.
ამჯერად დავრგეთ დამატებით 2000 ხე. მოხარულები ვართ, რომ „თეგეტა მოტორსი“ აღმოჩნდა ერთ-ერთი პირველი კომპანია კერძო სექტორიდან, რომელმაც პარტნიორობის სურვილი გამოთქვა და გარემოზე ზრუნვის პასუხისმგებლობა ჩვენთან ერთად იტვირთა“.
პროექტის ფარგლებში, რუსთავის ჭალის გამწვანებასთან ერთად, მთლიანად მდინარე მტკვრის რეაბილიტაცია იგეგმება. ამ ფართომასშტაბიან ჩანაფიქრზე პროექტის „ნაპირზე“ შემქმნელები საერთაშორისო პარტნიორებთან, მკვლევრებთან და მოხალისეებთან ერთად მუშაობენ. ამ პროცესში კი კერძო სექტორის ჩართვა დამატებით შესაძლებლობებს ქმნის, რათა გარემო უკეთესობისკენ შეიცვალოს.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
პოლიტიკა
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
- „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს
- ნანუკა ჟორჟოლიანმა წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის - შალვა პაპუაშვილი
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















