ჩინეთში მორიგი აფეთქების ხმა გაისმა

საქართველო, თბილისი - 12:26 | 01.10.2015
ნანახია: 2041

ჩინეთის სამხრეთით ქალაქ ლიუჩჟოუში 17-სერიანი აფეთქებების შემდეგ კიდევ ერთი აფეთქების ხმა გაისმა. ინციდენტი ადგილობრივი დროით 8:00 საათზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მოხდა. ინფორმაცია დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება. თუმცა თვითმხილველთა ცნობით 6-სართულიანი შენობა დაზიანდა. დაწყებულია გამოძიება.

შეგახსენებთ, რომ ლიუჩჟოუში 17 ასაფეთქებლი მოწყობილობა ექსპრეს-ამანათებში გუშინ ამოქმედდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დანაღმულ ამანათებს 7 ადამიანი ემსხვერპლა, 50-ზე მეტი კი დაშავდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე