Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენდერის ფარგლებში, სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილები გადასცა
საქართველო, თბილისი - 14:19 | 26.03.2025 ნანახია: 1066
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემკრები, ერთი ერთეული ასინიზაციის ავტომობილი და ერთი თვითმცლელი სომხურ მხარეს ორი სხვადასხვა ტენდერის ფარგლებში გადაეცა, რომლებიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD ) დაფინანსებით ჩატარდა.
სომხეთში კორპორაციულ მომხმარებლებთან მოლაპარაკებები Tegeta Commercial Vehicles-მა 2021 წელს დაიწყო, რასაც წარმატება მალევე მოჰყვა. მოგვიანებით კი კომპანიამ კიდევ ერთ ტენდერში გაიმარჯვა, რომელიც ორი ერთეული სპეციალური სატვირთო ავტომობილის შესყიდვას გულისხმობდა.
ირაკლი საჯაია, Tegeta Commercial Vehicles-ის რეგიონული გაყიდვების მენეჯერი: „საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ჩვენ ყოველწლიურად ვავითარებთ როგორც გაყიდვების, ისე სერვისის ინფრასტრუქტურას. საერთაშორისო ტენდერში Tegeta Commercial Vehicles-ის მორიგი წარმატება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა.
პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ჩვენ შევძელით სრულად დაგვეკმაყოფილებინა ტენდერის მოთხოვნები ავტომობილების სპეციფიკაციითაც და მიწოდების ვადებითაც. ამასთანავე, მნიშვნელოვანია გაყიდვების შემდგომი მომსახურება. ერევანში უკვე ორი წელია, ფუნქციონირებს Renault Trucks-ის თანამედროვე სერვისცენტრი. ეს ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში სპეციალიზებულ ავტომობილებს ადგილზე მოვემსახურებით. სერვისცენტრი მომხმარებელს სთავაზობს როგორც სარეგლამენტო, ისე ყველა სხვა სახის სერვისსა და სათადარიგო ნაწილებს“.

აღნიშნული ტენდერი მნიშვნელოვანია Tegeta Commercial Vehicles-ისთვის, ისევე როგორც სომხეთის მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისთვის, რომელმაც ავტომანქანების შეძენა რაზდანში ახლად აშენებული ნაგავსაყრელისთვის გადაწყვიტა. Renault Trucks-ის პრემიუმ სატვირთო ავტომობილები და სერვისი მათი სამუშაოს შეუფერხებლად და ხარისხიანად შესრულების გარანტიაა.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალური სეგმენტისთვის განკუთვნილი Renault Trucks C, D და K სერიები გამოირჩევა საიმედოობით, საწვავის 10%-მდე ეკონომიით და სხვა ანალოგებთან შედარებით უფრო კომფორტული და უსაფრთხოა.
--
Renault Trucks-ს საქართველოში „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია Tegeta Commercial Vehicles წარმოადგენს. კომპანია ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს სამშენებლო, კომერციულ და სპეციალური დანიშნულების სატრანსპორტო საშუალებებს სთავაზობს.
2022 წლიდან კი Tegeta Commercial Vehicles კავკასიის რეგიონში ექსკლუზიურად წარმოადგენს ფრანგულ კომპანია RENAULT TRUCKS-ს, რომელიც უკვე 129 წელია, მსოფლიო ბაზრებზე ოპერირებს. ის დიდ შვიდეულში შემავალი ბრენდია, 2001 წლიდან კი – Volvo Group-ის წევრიც. კომპანია მომხმარებლებს საშუალო და მაღალი ტვირთამწეობის სატვირთო ავტომობილების ფართო სპექტრს სთავაზობს.
Tegeta Commercial Vehicles-ის პორტფელში წარმოდგენილია თურქული საავტომობილო კომპანია TEMSA-ს პროდუქციაც, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ავტობუსების წარმოებაში. კომპანია ასევე ცნობილი იაპონური ბრენდის, MITSUBISHI FUSO-ს ოფიციალური წარმომადგენელიცაა და ქართველ მომხმარებელს პრემიუმ ხარისხის სადისტრიბუციო სატვირთო ავტომანქანებს სთავაზობს.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















