ანატოლი გიგაური მოსამართლემ კვლავ პატიმრობაში დატოვა

საქართველო, თბილისი - 17:39 | 14.03.2025
ნანახია: 153

ანატოლი გიგაური პატიმრობაში რჩება. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში დატოვა.

პროკურატურის მიერ სხდომაზე დასახელებულ მიმალვის საფრთხეს ბრალდებულმა ასე უპასუხა:

„ჩემს ბრძოლას მივიყვან ბოლომდე. ვერავინ გამაგდებს საქართველოდან და ვერც ეღირსებით, რომ წავიდე საქართველოდან. ვიბრძოლებ ბოლომდე“, - აღნიშნა მან.

ანატოლი გიგაური სამართალდამცავებმა 25 ნოემბერს დააკავეს. გომელაურის უწყება ამტკიცებს, რომ ბრალდებული, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა.

ანატოლ გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე