პოლონეთის გავლით უკრაინისთვის ამერიკული შეიარაღების მიწოდება აღდგენილია - რადოსლავ სიკორსკი

საქართველო, თბილისი - 15:36 | 12.03.2025
ნანახია: 28

პოლონეთის გავლით უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდება აღდგენილია. ამის შესახებ ოთხშაბათს, 12 მარტს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.

”მე ამას ვადასტურებ. იარაღის მიწოდება იასიონკას გავლით (ჟეშუვ-იასიონკას აეროპორტი პოლონეთისა და უკრაინის საზღვარზე) დაუბრუნდა წინა დონეს”, - თქვა მან ვარშავაში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ანდრეი სიბიჰასთან  ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

პოლონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში იასიონკის აეროპორტი უკრაინის მომარაგების მთავარი ჰაბია, რომლის გავლითაც უკრაინას დახმარების ძირითადი ნაწილი მიეწოდება.

საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, უკრაინა ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტისთვის მზადაა, აშშ კი განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებასა და უკრაინის სამხედრო დახმარებას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე