რა ბენეფიტებს სთავაზობს საოპერაციო ლიზინგი კომპანიებს
საქართველო, თბილისი - 12:00 | 06.03.2025 ნანახია: 992
თანამედროვე ბიზნესგარემოში ფლოტის მართვა და ტრანსპორტირების ხარჯების ოპტიმიზაცია კომპანიების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. საოპერაციო ლიზინგი ბიზნესს სთავაზობს ეკონომიურად გამართლებულ, მოქნილ და სტაბილურ გადაწყვეტას, რომელიც უზრუნველყოფს ფინანსურ სტაბილურობასა და ბიზნესის უწყვეტობას. რატომ არის საოპერაციო ლიზინგი მნიშვნელოვანი და რა უპირატესობები აქვს მას კომპანიებისთვის? – ამ კითხვებზე პასუხებს სტატიაში მიიღებთ.
რა არის საოპერაციო ლიზინგი?
- საოპერაციო ლიზინგი გულისხმობს ავტომობილის ან ფლოტის გაქირავებას გარკვეული დროით. ამ პერიოდში კომპანია იხდის მხოლოდ ექსპლუატაციის საფასურს, თუმცა არ ფლობს საკუთრებაში მანქანებს. ამ მოდელის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ბიზნესს არ სჭირდება ერთჯერადი, მასშტაბური ინვესტიციის განხორციელება, ის უბრალოდ ავტოპარკით სარგებლობს განსაზღვრული პერიოდული გადასახადის სანაცვლოდ.
საოპერაციო ლიზინგი ბიზნესის უწყვეტობის გარანტიას იძლევა.
- მანქანა არასდროს გაჩერდება – თუ ავტომობილი დაზიანდა, ის დაუყოვნებლივ შეიცვლება, რაც ბიზნესის უწყვეტ ოპერირებას უზრუნველყოფს.
- 24/7 ტექნიკური მხარდაჭერა – კომპანია არ აჩერებს საქმიანობას გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამოც კი.
ამასთანავე, საოპერაციო ლიზინგი ფინანსურ სტაბილურობასა და ხარჯების ოპტიმიზაციასაც უზრუნველყოფს.
- არ არის საჭირო საწყისი მასშტაბური ინვესტიცია – კომპანია არ ყიდულობს ავტოპარკს, რაც ფულადი რესურსების სწორად განაწილების საშუალებას იძლევა.
- მოთხოვნის შესაბამისად რეგულირება – შესაძლებელია ავტომობილების რაოდენობის ზრდა ან შემცირება ბიზნესის საჭიროებებზე დაყრდნობით.
კომპანიებს, რომლებიც ოპერაციული ლიზინგით სარგებლობენ, მინიმალური ადმინისტრაციული დატვირთვის შესაძლებლობა აქვთ:
- ფლოტის მართვა და მოვლა მთლიანად სერვის-პროვაიდერის პასუხისმგებლობაა, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს, ფოკუსირდეს მთავარ საქმიანობაზე.
- პაკეტი მოიცავს საგარანტიო და ტექნიკური მომსახურებას, შესაბამისად, ბიზნესი დაზღვეულია დამატებითი ხარჯებისგან დაზიანებებისა და ტექნიკური პრობლემების მოგვარებისთვის.
რაც შეეხება ტექნიკურ უპირატესობებს, საოპერაციო ლიზინგი ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვან ბენეფიტებს ქმნის:
- ინოვაციური ფლოტის მართვის სისტემები – საოპერაციო ლიზინგის კომპანიები სთავაზობენ GPS მონიტორინგს, საწვავის კონტროლსა და მძღოლების ქცევის ანალიზს, რაც ფინანსურ დანახარჯებს ამცირებს.
- ტექნოლოგიურად ახალი და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი – კომპანიას შეუძლია, ყოველთვის ისარგებლოს ახალი, ეკონომიური და ეკოლოგიურად სუფთა მანქანებით.
2023 წლიდან ბაზარზე ოპერირებს „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა ლიზინგი“. მისი შექმნის მიზანი სწორედ მომხმარებლებისთვის საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება და მათზე მორგებული გამოცდილების შექმნაა.
უფრო კონკრეტულად - რატომ უნდა აირჩიოთ თეგეტას საოპერაციო ლიზინგი?
თეგეტა გთავაზობთ მოქნილ და მაღალპროფესიონალურ ოპერაციული ლიზინგის სერვისს, რომელიც ქმნის მნიშვნელოვან უპირატესობებს:
- დაგეგმარება - წინასწარ განსაზღვრული ფიქსირებული ხარჯებით უზრუნველყოფს უკეთეს ფინანსურ დაგეგმვას
- თამამი ფლოტის მართვა – მიიღეთ სრულად მართული ავტოპარკი, რომელიც 24/7 ტექნიკური მხარდაჭერითა და დაზღვევით არის უზრუნველყოფილი.
- ფინანსური მოქნილობა – დაზოგეთ კაპიტალური ხარჯები და გადაიხადეთ მხოლოდ სარგებლობისთვის.
- ტექნიკური მხარდაჭერა და ცვლადი ავტოპარკი – ყოველთვის იყავით ბიზნესის საჭიროებების მიხედვით აღჭურვილი.
- GPS კონტროლი და ანალიტიკა – მიიღეთ სრული კონტროლი და ხარჯების დეტალური ანალიზი.
თუ თქვენი ბიზნესისთვის სანდო, მოქნილი და ეკონომიური ტრანსპორტირების გადაწყვეტას ეძებთ, საოპერაციო ლიზინგი საუკეთესო არჩევანია. აღნიშნული სერვისი უზრუნველყოფს ბიზნესის უწყვეტობას, ხარჯების კონტროლსა და ოპერაციული პროცესების გამარტივებას.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















