როგორ ვიზრუნოთ გარემოზე? – "თეგეტა გრინ პლანეტის" ინფორმაციული ვიდეორგოლები
საქართველო, თბილისი - 17:11 | 22.01.2025 ნანახია: 1882
რა როლი გვაკისრია უსაფრთხო გარემოს შექმნის პროცესში? რამდენად განსაზღვრავს ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ჩვენს კეთილდღეობასა და მომავალს? - სწორედ ამ კითხვებს პასუხობს "თეგეტა გრინ პლანეტის" მიერ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად შექმნილი ანიმაციური ვიდეორგოლები. სოციალურ ქსელში განთავსებული გრაფიკული ვიდეოების თემატიკა საავტომობილო ნარჩენების არასათანადო გადამუშავებაა და მიზნად ისახავს, მოქალაქეებმა გააცნობიერონ რეალური საფრთხე, რომელიც გარემოს ემუქრება, თუ ნარჩენების შესაბამისად გადამუშავებას არ უზრუნველვყოფთ.
კრეატიული და მარტივად აღქმადი ვიდეოების საშუალებით მაყურებლისთვის ადვილად გასაგები ხდება, როგორია ამ პროდუქტების სასიცოცხლო ციკლი, როგორ გადამუშავდება ისინი და მიიღება ახალი პროდუქტი.

შალვა ახვლედიანი, "თეგეტა გრინ პლანეტის" დირექტორი: "თეგეტა გრინ პლანეტისთვის გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა უმთავრესი საზრუნავია, რაც სპეციფიკური ნარჩენების მართვას გულისხმობს და მათ რეციკლირებას, გადამუშავებასა და აღდგენას მოიცავს. ჩვენი სურვილი იყო, შეგვექმნა ვიდეორგოლები, რომლებიც ვიზუალურად და ვერბალურად მარტივად გადმოსცემდა სათქმელს და საზოგადოებას მიაწვდიდა ინფორმაციას. ნარჩენი აკუმულატორების, ზეთების ნიადაგში ან წყალში მოხვედრა, საბურავების არალეგალურად გადაყრა ან მათი დაწვა სერიოზულ ზიანს აყენებს გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს.
თანამედროვე მსოფლიოსთვის სპეციფიკური ნარჩენებისგან მიღებული ზიანის შემცირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა და საავტომობილო ნარჩენების არაკეთილსინდისიერი მართვის საკითხი საქართველოშიც მნიშვნელოვანი პრობლემაა. ეს ნარჩენები ხშირ შემთხვევაში არ იმართება ნარჩენების მართვის კოდექსისა და ევროპული სტანდარტის შესაბამისად.
ჩვენი მიზანია, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ამ ნარჩენების მავნებლობისა და მათი სწორი მართვის შესახებ. საავტომობილო ნარჩენები უნდა გადამუშავდეს კანონის, ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად".
"თეგეტა ჰოლდინგში" შემავალი მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაცია, "თეგეტა გრინ პლანეტი", საავტომობილო სპეციფიკური ნარჩენების მართვას უზრუნველყოფს მათი გადამუშავებისა და რეციკლირების გზით. ორგანიზაცია ეკოსისტემის გაჯანსაღების მიზნით საქართველოს მასშტაბით აგროვებს აკუმულატორების ნარჩენებს. ეს ნარჩენები პარტნიორ ლიცენზირებულ საწარმოებში იგზავნება, სადაც ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად გადამუშავდება, რის შედეგადაც მიიღება პლასტმასა, ტყვია და მჟავა. მოქალაქეებს, რომელთაც სურთ, წვლილი შეიტანონ უკეთესი სამყაროს შექმნაში, მხარი დაუჭირონ მწვანე ინიციატივებს და იზრუნონ გარემოზე, შესაძლებლობა აქვთ, ნარჩენების ჩასაბარებლად "თეგეტა გრინ პლანეტს" დაუკავშირდნენ.
ნარჩენი ზეთების შეგროვება "თეგეტა გრინ პლანეტის" საქმიანობის კიდევ ერთი მიმართულებაა. ნარჩენი ზეთების არალეგალურად დაღვრა მიწასა თუ წყალში, ან დაწვა გარემოსთვის საზიანოა. "თეგეტა გრინ პლანეტის" მიერ აგროვებული ნარჩენი ზეთებიც პარტნიორ ლიცენზირებულ საწარმოში გადამუშავდება და შედეგად მიიღება სხვადასხვა საბოლოო პროდუქტი, მათ შორის საბაზისო ზეთი, ალტერნატიული ენერგიის წყარო და სხვ.
გარემოსთვის არანაკლებ საზიანოა საბურავების არალეგალურად გადაყრა ან დაწვა. "თეგეტა გრინ პლანეტი" მთელი საქართველოს მასშტაბით აგროვებს საბურავების ნარჩენებს და პარტნიორ ლიცენზირებულ საწარმოში სტანდარტის შესაბამისად გადაამუშავებს მათ, რის შედეგად მიღებული რესურსები საიზოლაციო სისტემების, ველობილიკების, მოედნების, რეზინის, ქვაფენილისა და სხვა პროდუქტების დასამზადებლად გამოიყენება.
აკუმულატორების, ზეთებისა და საბურავების გადამუშავებით მიღებული მასალების ხელახალი გამოყენება საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს. ნარჩენების სწორი მართვა პირდაპირ აისახება ჩვენს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.
Tegeta Green Planet "თეგეტა ჰოლდინგში" შემავალი ორგანიზაციაა, რომელიც 2022 წლიდან ფუნქციონირებს. ის ერთ-ერთი პირველია საქართველოში, რომელმაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაგან ავტორიზაცია მოიპოვა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში ნარჩენი საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების მართვაზე. ორგანიზაცია პირველ ეტაპზე ახდენს ზემოაღნიშნული სპეციფიკური ნარჩენების რეგლამენტის მიხედვით შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გადამუშავებას, შემდგომ კი მათ მართვას ცირკულარული ეკონომიკის წესების შესაბამისად.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















