პოროშენკოს პრეს-მდივანმა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ უარყო

საქართველო, თბილისი - 11:51 | 15.03.2016
ნანახია: 1955

უკრაინის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა სვიატოსლავ ცეგოლკომ ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ უარყო. როგორც ცნობილია, უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რო პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა ბრძანებას ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის გადაყენების შესახებ.

”ინფორმაცია ოდესის ოლქის გუბერნატორის გათავისუფლების შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს”,- დაწერა ცეგოლკომ Facebook-ის თავის გვერდზე. მისი თქმით, პრეზიდენტს სააკაშვილთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, რომლის დროსაც რეგიონის განვითარების პროექტები განიხილებოდა.

გამოცემა Odessit.ua პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ პოროშენკომ ოდესის გუბერნატორის პოსტიდან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ხელი მოაწერა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე