ქართველებს სჭირდებათ სოლიდარობა საქმით და არა მხოლოდ სიტყვებით - როთი

საქართველო, თბილისი - 12:16 | 03.12.2024
ნანახია: 161

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი მორიგჯერ ეხმიანება თბილისში განვითარებულ მოვლენებს.

"თავისუფლებისთვის მებრძოლებსა და ერთგულ ევროპელებს საქართველოში სჭირდებათ სოლიდარობა საქმით და არა მხოლოდ სიტყვებით:

ევროკავშირმა სანქციები უნდა დააწესოს ყველა იმ პირის მიმართ, ვინც პასუხისმგებელია არჩევნების გაყალბებასა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობაში.

გაყალბებული არჩევნების არაღიარება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნა“, - წერს როთი სოციალურ ქსელში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე