ბაშკირეთში ხანძარს 12 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 10:38 | 15.03.2016
ნანახია: 1699

რუსეთში ბაშკირეთის ქალაქ სტერლიტამაკში ხანძრის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. ცეცხლი ერთსართულიან კერძო სახლს გაუჩნდა.

ბაშკირეთის რესპუბლიკის შსს-ის წარმომადგენელთა განცხადებით, სახლი ქალაქის მაცხოვრებლებს 31 წლის მამაკაცსა და 53 წლის ქალს ეკუთვნოდა. ხანძრის ჩაქრობის შემდეგ მაშველებმა სახლში 12 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს.

გარდაცვლილთა ვინაობა დგინდება. დაწყებულია გამოძიება.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე