უნივერსიტეტის სტუდენტები დღეს აქციების გამართვას ისევ აპირებენ

საქართველო, თბილისი - 10:30 | 15.03.2016
ნანახია: 1649

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დღეს აქციების გამართვას ისევ გეგმავენ. ამჟამად უნივერსიტეტში გუშინდელი ხმაურიანი დაპირისპირებების შემდეგ სიმშვიდეა.

გავრცელებული ინფორმაციით, გაზრდილია მოთხოვნებიც - სტუდენტები გუშინ ჟურნალისტებსა და სტუდენტებზე მომხდარი ძალადობის ფაქტების გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. მოთხოვნათა შორის არის თვითმართველობის ლიდერების გადადგომაც.

სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები და მათი მომხრეები ლადო პაპავას კაბინეტთან ელოდებიან - ახალგაზრდები კიდევ ერთხელ აპირებენ რექტორს გადადგომა მოთხოვონ.

უნივერსიტეტსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწავლებლის დაცვის სამსახური.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე