ზუგდიდელმა მოვაჭრეებმა სამართალდამცავებს დახლების დაშლის საშუალება არ მისცეს

საქართველო, თბილისი - 09:51 | 15.03.2016
ნანახია: 1603

ხმაური იყო გვიან ღამით ზუგდიდის ბაზარში. მოვაჭრეებმა სამართალდამცავებს მერიის განკარგულების შესრულების საშუალება არ მისცეს, რომელიც მათი დახლების დაშლას ითვალისწინებდა.

აქციის მონაწილეების თქმით, 92 ათასი ლარის ღირებულების რკინის კონსტრუქცია ძველმა ხელმძღვანელობამ ბაზრის შესასვლელში დაამონტაჟა, რაც ბაზრის ახალი ხელმძღვანელობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, შედეგად კი მოვაჭრეები ზარალდებიან.

ვითარება მას შემდეგ განიმუხტა, რაც მერიის წარმომადგენლებმა ბაზრის ტერიტორია დატოვეს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე