საქართველოს ფოსტის გენერალურ დირექტორს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო მედალი გადაეცა
საქართველო, თბილისი - 10:35 | 07.11.2024 ნანახია: 2778საქართველოს ფოსტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მორიგი ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. უნივერსიტეტმა, საქართველოს ფოსტის მხარდაჭერით, გამოსცა წიგნი-ალბომი: „მედეა ღამბაშიძე, პირველი ქართული უნივერსიტეტის, პირველი სტუდენტი“.
გამოცემა მიეძღვნა ქართული ემიგრაციის სახელოვან წარმომადგენელს, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის) პირველი სტუდენტი გახლდათ. 1918 წელს პირველი სტუდენტური ბარათი, სწორედ მის სახელზე გაიცა.
ალბომში, მკითხველი გაეცნობა მედეა ღამბაშიძის ცხოვრებას, უნივერსიტეტის 50 წლის საიუბილეოდ მომზადებულ სტატიას, ჩანაწერებს მისივე პირადი დღიურიდან, ასევე: საქორწინო მისალოც წერილებსა და დეპეშებს, პირველი ვაჟის, რეზიკოსადმი მიძღვნილ ემოციურ დღიურს, მეგობრების ჩანაწერებს, დის მიერ საგანგებოდ ნაჩუქარ წიგნაკში, 1921 წლის ქართველი ემიგრაციის შთამომავალთა მოგონებებს მედეას შესახებ, ასევე, ფონდი „ტასოს“ მხარდაჭერით მომზადებულ „ქალთა მეხსიერების“ ზეპირი ისტორიების ციკლს.
წიგნ-ალბომში ასახულია მხატვრული ნაწარმოები: „პირველი თოვლი“, რომელიც მედეას ქალიშვილის, ნათელა ნიკოლაძის მოსაზრებით, მის დედას ეკუთვნის. მკითხველი, ასევე გაეცნობა მნიშვნელოვან ფოტომასალას, რომლის დიდი ნაწილი პირველად ქვეყნდება.
აგრეთვე, ღონისძიებაზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ, საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი, ლევან ჩიკვაიძე, უნივერსიტეტის საპატიო მედლით დააჯილდოვა.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
საზოგადოება
- ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
- თანამდებობის პირთა მოადგილეები სახელფასო დანამატებსა და ფულად ჯილდოებს მიიღებენ
- ალბათ მოახერხებს ეკლესია რაღაც შუამდგომლობას - მეუფე ისაია პატიმრების შეწყალებაზე
- საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს 142-ე პატრიარქს აირჩევს
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















