პენტაგონი ადასტურებს, რომ თარხან ბათირაშვილი ლიკვიდირებულია

საქართველო, თბილისი - 09:44 | 15.03.2016
ნანახია: 1889

პენტაგონი ადასტურებს, რომ ”ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი ლიდერი ომარ ალ შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი, ლიკვიდირებულია. ვაშინგტონის მტკიცებით, ის სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ამერიკის სამხედრო ავიაციის დაბომბვისას დაიღუპა.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 30 წლის ალ შიშანი მძიმედ იყო დაჭრილი და კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ამერიკის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა ბი-ბი-სის განუცხადა, რომ ბოლო მონაცემებით ალ შიშანი მკვდარია.

საჰაერო იერიში ავტოკოლონის წინააღმდეგ, რომლითაც თარხან ბათირაშვილი გადაადგილდებოდა, ქალაქ შადადთან 4 მარტს განხორციელდა.

ალ შიშანი ”ისლამური სახელმწიფოს” ხელმძღვანელობაში რამდენიმე მნიშვნელოვან თანამდებობას იკავებდა, მათ შორის ”სამხედრო მინისტრის” პოსტსაც.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე