პარლამენტი 76 ხმით ცნობს დეპუტატების უფლებამოსილებას, ოცნებას 89 მანდატი ერგება - პაპუაშვილი

საქართველო, თბილისი - 12:51 | 28.10.2024
ნანახია: 2307

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტი ლეგიტიმურად შეიკრიბება.

პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ქართულ ოცნებას არჩევნების შედეგებით, საქართველოს პარლამენტში 89 მანდატი ერგება.

"ეს ყველაფერი უკვე ნათქვამი აქვთ 2020-ში, ნამსჯელი და პასუხიც აქვთ გაცემული - მგონი, ეს დეზინფორმაცია, კი ბატონო, შეგვიძლია ავსახოთ, რომ ისეთ ტყუილებს ამბობენ უკვე, თითქოს სიას ჩახსნიან და პარლამენტი ვერ იქნება ლეგიტიმური.

ძალიან კარგად იქნება პარლამენტი ლეგიტიმური - პარლამენტი იკრიბება და 76 ხმით ცნობს 150 დეპუტატის უფლებამოსილებას - ქართულ ოცნებას ამ მონაცემით, თუ არ ვცდები 89 მანდატი ერგება

ასევე, როგორც 2020 წელს, ასე შეიკრიბა პარლამენტი და გააგრძელებს მუშაობას როგორც საჭიროა". - თქვა შალვა პაპუაშვილმა


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე