დღეს, 19:00 საათზე, ყველას რუსთაველის გამზირზე ველოდებით - ნიკა მელია

საქართველო, თბილისი - 12:49 | 28.10.2024
ნანახია: 1362

ძალიან გონივრული, რაციონალური და მართალი პოლიტიკური ნაბიჯები გადაიდგმევა, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ძალიან გონივრული, რაციონალური და მართალი პოლიტიკური ნაბიჯები გადაიდგმევა. ჩვენი მთავარი ძალა არის ნება, სიმტკიცე, თანმიმდევრულობა, მიზანდასახულობა და სიმრავლე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია - და ეს ყველაფერი კომბინაციაში, საბოლოო ჯამში, ქართულ სახელმწიფოს გამარჯვებას მოუტანს.

დღეს, 19:00 საათზე, ყველას ველოდებით რუსთაველის გამზირზე. მიზანი ერთია: საქართველო იყოს დამოუკიდებელი, ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფო და მომავალში არავის აღარ ჰქონდეს თავში გაელვების შესაძლებლობაც კი, რომ მან შეიძლება, ქართველი ამომრჩეველი აბუჩად აიგდოს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

შევახსენებთ, დღეს, 28 ოქტომბერს, 19:00 საათზე, პარლამენტთან აქცია გაიმართება. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე