თბილისში ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ

საქართველო, თბილისი - 13:02 | 21.10.2024
ნანახია: 249

თბილისში ტრანსგენდერ ქალს - ნატა ტალიკიშვილს - გასულ ღამეს თავს დაესხნენ. შემთხვევა წუხელ ღამით მოხდა.  მას უცნობმა პირმა თავში აგური ჩაარტყა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ტალიკიშვილი ტვინის შერყევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციამ ის უკვე გამოკითხა. 

შემთხვევა ორთაჭალის ავტოსადგურთან მოხდა. შსს -ს ინფორმაციით გამოძიება 126 -ე ძალადობის მუხლით დაიწყო.  ჩვენი ინფორმაციით კი, თავდამსხმელი უკვე დაკავებულია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე