Tegeta cars საქართველოში Bentley-ს ოფიციალური წარმომადგენელი გახდა
საქართველო, თბილისი - 12:44 | 11.10.2024 ნანახია: 4291
- luxury ავტომობილების მწარმოებელთან BENTLEY MOTORS-სთან ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა
„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა ქარსი“ საქართველოში ავტოინდუსტრიის ლეგენდარული ბრიტანული ბრენდის, Bentley-ს ოფიციალური წარმომადგენელი გახდა, რაც მნიშვნელოვანი ეტაპია ქვეყანაში luxury ავტომობილების განვითარების კუთხით. ბრიტანულ ბრენდთან სადილერო ხელშეკრულებას „თეგეტა ჰოლდინგმა“ ხელი უკვე მოაწერა.
აღნიშნული თანამშრომლობა Tegeta cars-ს მისცემს საშუალებას ქართულ ბაზარს წარუდგინოს Bentley-ს გამორჩეული მოდელები. დაწყებულია ბრენდის კონცეპტუალური შოურუმის მშენებლობაც, რომელიც აღმაშენებლის #129-ში 2024 წლის ნოემბერში ოფიციალურად გაიხსნება. შოურუმში სრულად იქნება გათალისწინებული Bentley-ის სრულყოფილება. მომხმარებელს საშუალება ექნება Bentley-ის, luxury ბრენდის უახლესი მოდელები დაათვალიეროს და თითოეული ავტომობილი საკუთარ გემოვნებას მოარგოს. ასევე აშენდება სივრცე სერვისისთვის, რათა თითოეულ მანქანას „თეგეტას“ პროფესიონალი მექანიკოსები მოემსახურონ.

პეტრე წაქაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცერი: „Bentley უდიდესი ისტორიის მატარებელი ბრენდია და ჩვენთვის საამაყოა, რომ Tegeta cars ლეგენდარული ავტომწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, Bentley-ს გამოცდილების ყოველდღიურ ბიზნესპროცესებში გაზიარება და მათი განვლილი გზის გათვალისწინება, როგორც მაგალითისა.
Tegeta cars პირველი კომპანიაა, რომელიც საქართველოში luxury ავტომობილების მიმართულებით ოფიციალური წარმომადგენელი იქნება. ჩვენ მომხმარებლის მოთხოვნას ყოველთვის ვსწავლობთ და შესაბამისად ვმოქმედებთ. ამ მიმართულებით დიდი ხანია ქართულ ბაზარზე პოტენციალი გაჩნდა და მივიღეთ გადაწყვეტილება, აღნიშნული სეგმენტიც მოვიცვათ“.
Bentley motors 1919 წელს ლონდონში დაარსდა. კომპანია ვალტერ ოუვენ ბენტლიმ მარტივი მიზნით შექმნა: აეშენებინა „სწრაფი, კარგი, საუკეთესო მანქანა თავის კლასში“. სწორედ ამ პრინციპმა განაპირობა ბენტლის წარმატება. დაარსებიდან მალევე Bentley-მ სიჩქარისა და გამძლეობის მიმართულებით მრავალი რეკორდი წარმატებით დააფიქსირა, მათ შორის ინდიანაპოლისში, მენის კუნძულზე და ბრუკლენდში. განსაკუთრებული მიღწევებით გამოირჩეოდა Bentley Boys, რომელმაც 1924, 1927, 1928, 1929 და 1930 წლებში ლე მანის კონკურსზე არაერთი გამარჯვება მოიპოვა; მას შემდეგ უდიდესი ავტომწარმოებლის სახელს მრავალი წარმატება უკავშირდება. Bentley ტექნოლოგიურ განვითარებას არ წყვეტს. 2020 წელს კომპანიამ მანიფესტი Beyond100 დაამტკიცა, რომელიც მწარმოებლის მთავარ მიზანს ასახავს - გახდეს ყველაზე მდგრადი ავტომწარმოებელი მსოფლიოში luxury ავტომობილების მიმართულებით.
luxury ავტომობილების მიმართულებით ლეგენდარული ბრენდი მალე ქართველი მომხმარებლისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება. Bentley უკვე tegeta cars-ის პორტფელშია.
--
„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Cars ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს და რეგიონში ავტოსფეროს განვითარებაზე ზრუნავს. მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან პარტნიორობით, როგორიცაა Porsche, Mazda, Toyota, Volvo, Geely, Zeekr, Auto Gallery, Europcar, NIU, Indian - კომპანია მუდმივად ზრდის ხელმისაწვდომობას უსაფრთხო, კომფორტულ და ეკომეგობრულ ტრანსპორტზე. განახლებული პორტფელით კი მომხმარებელს ავტომობილებისა თუ მოტოტრანსპორტის ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. რეგიონში ბრენდების შემოყვანისა და დამკვიდრების გარდა კომპანია ზრუნავს, მომხმარებელს ყიდვის შემდგომ უმაღლესი ხარისხის მომსახურება გაუწიოს. 14 წელია, თეგეტა ქარსი არ წყვეტს განვითარებას და პროფესიონალი გუნდის დახმარებით საუკეთესო სივრცეს ქმნის ავტომოყვარულებისთვის.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
საზოგადოება
- ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
- თანამდებობის პირთა მოადგილეები სახელფასო დანამატებსა და ფულად ჯილდოებს მიიღებენ
- ალბათ მოახერხებს ეკლესია რაღაც შუამდგომლობას - მეუფე ისაია პატიმრების შეწყალებაზე
- საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს 142-ე პატრიარქს აირჩევს
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















