"ეს შენ გეხება!" - 19 მარტს აქციას გამართავს

საქართველო, თბილისი - 15:28 | 14.03.2016
ნანახია: 1719

"ეს შენ გეხება" 19 მარტს აქციას გამართავს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით,  აქცია პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალების გავრცელების წინააღმდეგ იქნება მიმართული. 

"ეს არის ძალიან სერიოზული დარტყმა, როგორც სამართლიან და თანაბარ წინასაარჩევნო, ასევე ზოგადად, დემოკრატიულ გარემოზე ამ ქვეყანაში", - განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილი.

ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შემდეგ, დღეს, ინტერნეტში კიდევ ახალი კადრები გავრცელდა.კადრების ამტვირთავი მოქმედ პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს ახალი მასალის გავრცელებით ემუქრება და მოუწოდებს  "მათ, ვისზეც კადრები არსებობს", რომ 31 მარტამდე დატოვონ დაკავებული თანამდებობები.  

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე