ისრაელელმა სამხედროებმა სამი პალესტინელი თავდამსხმელი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 15:08 | 14.03.2016
ნანახია: 1934

სამი შეიარაღებული პალესტინელი რამდნეიმე ისრაელელ სამხედროსა და მშვიდობიან მოქალაქეს თავს დაესხა. შემთხვევა იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მოხდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ორი თავდამსხმელი ცეცხლსასროლი იარაღით იყო შეიარაღებული. მათ ავტობუსების გაჩერებასთან ცეცხლი გაუხსნეს სამხედროებსა და სამოქალაქო პირებს.

ორმხრივი სროლის შედეგად სამივე თავდამსხმელი მოკვდა. ისრაელელების მხრიდან სამი სამხედრო დაიჭრა. მშვიდობიანი მოქალაქეები არ დაშავებულან.

ოქტომბრის შემდეგ მსგავსი თავდასხმების შედეგად 28 ისრაელელი და ამერიკის ორი მოქალაქეა დაღუპული. მოკლულია თავდასხმებში მონაწილე 124 პალესტინელი.

 

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე