ფიზიკური დაპირისპირება უნივერსიტეტში - სტუდენტები ლადო პაპავას გადადგომას მოითხოვენ

საქართველო, თბილისი - 14:52 | 14.03.2016
ნანახია: 1848

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე აქციაზე სტუდენტენი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. სტუდენტების ცნობით, რომლებიც კანცლერის პოსტზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას აპროტესტებენ, თვითმართველობის წევრები უნივერსიტეტის შენობაში უკანა კარიდან შევიდნენ.

ისინი იმ ადგილას მისვლას ცდილობდნენ, სადაც სტუდენტები რამდენიმე დღეა, უნივერსიტეტის ავტონომიის მოთხოვნით აქციას მართავენ.

თვითმმართველობის წევრები კი მოუწოდებენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ლადო პაპავას დატოვოს თანამდებობა. ისინი რექტორის კაბინეტში შესვლას და ლადო პაპავასთან შეხვედრას მოითხოვენ. 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე