Europcar-ის და Goldcar-ის ოფისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გაიხსნა
საქართველო, თბილისი - 11:28 | 12.07.2024 ნანახია: 3636
ქუთაისის აეროპორტის სტუმრები Europcar-ისა და Goldcar-ის მომსახურებით ისარგებლებენ. ესპანური ავტოგაქირავების საერთაშორისო ბრენდი Goldcar საქართველოში Europcar Georgia-მ შემოიყვანა. Goldcar გამოირჩევა კონკურენტული ფასებით, ავტომობილების ფართო არჩევანითა და მომსახურების მაღალი ხარისხით.
Europcar Georgia „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანიაა, რომელიც უკვე ორი საერთაშორისო ბრენდის Europcar-სა და GoldCar-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. ოფისების გახსნას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კომპანიისა და აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენლები დაესწრნენ.
სანდრო საყვარელიძე, „ევროპქარის“ დირექტორი: „მოხარულები ვართ, რომ Europcar-ისა და Goldcar-ის სერვისებით სარგებლობა უკვე ქუთაისის აეროპორტშია შესაძლებელი. Goldcar-ით გვსურს, ავტოგაქირავების სერვისი ყველა ტიპის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ. თუ Europcar გათვლილია პრემიუმ სეგმენტზე, ამასთან მოიცავს გრძელვადიანი, ერთიდან ხუთ წლამდე ვადით გაქირავების სერვისს, Goldcar ოპერირებს ბიუჯეტურ სეგმენტში და ორიენტირებულია მხოლოდ მოკლევადიან, მაქსიმუმ, ერთთვიან გაქირავებაზე. ბრენდი საუკეთესოდ პასუხობს მოგზაურთა საჭიროებებს.
საწყის ეტაპზე Goldcar ოპერირებას 42 ავტომობილით დაიწყებს და ის თავდაპირველად დიდ ქალაქებში იქნება ხელმისაწვდომი. გვიხარია, რომ რეგიონში კიდევ ერთი მსოფლიოს წამყვანი ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენლები გავხდით, ბრენდის, რომელიც გამოირჩევა კონკურენტული ფასებით, ავტომობილების ფართო არჩევანითა და მომსახურების მაღალი ხარისხით“.
ირაკლი ქარქაშაძე, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი: „ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს მრავალფეროვანი სერვისი შევთავაზოთ. ხელი შევუწყოთ როგორც საერთაშორისო ბრენდების შემოყვანას, ისე ქართული კომპანიების მაქსიმალურად წარმოჩენას. მანქანის გაქირავების კუთხით კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდის შემოსვლა ჩვენს აეროპორტში ხაზს უსვამს, რომ ინტერესი ქუთაისის აეროპორტის მიმართ ბიზნესის მხრიდან მაღალია, გარემო კი - საკმაოდ კონკურენტუნარიანი“.

Goldcar-ის ავტოპარკი დაკომპლექტებულია სედანის ტიპისა და მაღალი გამავლობის სხვადასხვა ბრენდისა და მოდელის უახლესი ავტომობილებით. სერვისი მოიცავს როგორც მექანიკური, ისე ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე მანქანების გაქირავებას. ძირითადი აქცენტი ბიუჯეტური კლასის მოდელებზე კეთდება, A, B, C კატეგორიის ავტომობილებზე, თუმცა ავტოპარკში წარმოდგენილი იქნება ასევე ქროსოვერები და მაღალი გამავლობის ავტომობილები.
Goldcar 1985 წელს დაარსდა და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ევროპაში. 2017 წლიდან GoldCar Europcar Mobility Group-ის წევრია. კავკასიის რეგიონში საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც „გოლდქარი“ იქნება წარმოდგენილი.
Goldcar-ის სერვისით სარგებლობისას მომხმარებელს შეუძლია, ავტომობილი ერთიდან 29 დღემდე ვადით იქირაოს. ავტომობილის დაჯავშნა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ისე - ადგილზე.
Goldcar ოფისები წარმოდგენილი იქნება თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე, ბათუმის, თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებში. Europcar ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ივნისიდან ოპერირებს, ხოლო მას პირველი ივლისიდან GoldCar-იც შეუერთდა.

ქუთაისის აეროპორტში სერვისით სარგებლობა ჩამოფრენის დარბაზში იქნება შესაძლებელი, სადაც Europcar-ის ოფისია განთავსებული. ავტომობილების დაჯავშნას მგზავრები შეძლებენ როგორც ადგილზე, ისე - კომპანიის ვებგვერდიდან.
--
Europcar Georgia „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. კომპანიის ბიზნესპროფილია ავტომობილების გაქირავება როგორც დღიურად, ისე საოპერაციო ლიზინგით გრძელვადიანი საჭიროებისთვის და ასევე სატრანსპორტო მომსახურება. ახლა უკვე საქართველოში პირველად Europcar თავის მომხმარებელს Auto Subscription-ის სერვისსაც სთავაზობს.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















