ანკარის აფეთქება ქალმა და მამაკაცმა განახორციელეს

საქართველო, თბილისი - 13:42 | 14.03.2016
ნანახია: 1909

თურქეთის დედაქალაქში ტერაქტი ორმა თვითმკვლელმა-ტერორისტმა განახორციელა. ინტერნეტ-გამოცემა Haberturk -ის ცნობით, მათგან ერთი ქალი იყო. გამოცემა პოლიციაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ქალის ვინაობა დადგენილია.

ის ქვეყნის დასავლეთით მდებარე ქალაქ ბალიკესირის უნივერსიტეტში სწავლობდა. მისი ვინაობა რა სახელდება, ცნობილია რომ ექსტრემისტებს ის 2013 წელს შეურთდა.ჟურნალისტებისთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ მანქანა, რომლითაც ტერორსიტები გადაადგილდებოდნენ, იანვრის დასაწყისში მოიპარეს.

როგორც ცნობილია, ანკარაში აფეთება გუშინ საღამოს მოხდა. ავტობუსების გაჩერებაზე ავტომობილი აფეთქდა. ბოლო მონაცემებით მომხდარს 37 ადამიანი ემსხვრპლა, 130-მდე კი დაშავდა. ხელისუფლება ტერაქტის უკან ქურთთა მუშათა პარტიას მოიაზრებს, რის გამოც მებრძოლების პოზიციებზე იერიშები უკვე გააძლიერეს.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე