„თეგეტა ჰოლდინგმა“, „თიბისი კაპიტალის“ მხარდაჭერით, მორიგი ემისია წარმატებით დახურა
საქართველო, თბილისი - 13:41 | 05.07.2024 ნანახია: 3089
- გამოცხადებული 10 მილიონი ლარის ემისიის ტრანშის ფარგლებში „თეგეტას“ 24 ინვესტორი ჰყავს.
- საერთო ჯამში, „თეგეტას“ ქართული კაპიტალის ბაზარზე მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში 200 მილიონი ლარის ობლიგაციები აქვს გამოცემული.
„თეგეტა ჰოლდინგმა“, ეროვნულ ვალუტაში განხორციელებული 30 მილიონი ლარის ემისიის ფარგლებში, 10 მილიონი ლარი განათავსა და გასული წლის დეკემბერში გამოცხადებული პროგრამა წარმატებით დაასრულა. ტრანზაქციის განთავსების ექსკლუზიური აგენტი თიბისი კაპიტალია. აღსანიშნავია, რომ ეს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის ისტორიაში ლარში დენომინირებული, საცალო მომხმარებლებისთვის განკუთვნილი ფასიანი ქაღალდების პირველი ემისიაა.
გადაჭარბებული მოთხოვნიდან გამომდინარე, ახალი პროგრამის ფარგლებში გამოშვებული 10-მილიონიანი ტრანში გაუმჯობესებული, 13.5%-იანი საპროცენტო განაკვეთით განთავსდა. ობლიგაციონერები სარგებელს წელიწადში ორჯერ მიიღებენ. ფასიანი ქაღალდების ვადიანობა კი ორი წლით არის განსაზღვრული.
ამ უკანასკნელი ტრანშის გათვალისწინებით, საქართველოს საფონდო ბირჟაზე „თეგეტას“ მიერ ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების მოცულობა 200 მილიონ ლარს შეადგენს.
ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი ოფიცერი: „მოხარულები ვართ, რომ, ჩვენს პარტნიორ „თიბისი კაპიტალთან“ ერთად, მორიგი ემისია წარმატებით დავასრულეთ. ციფრებიც ნათლად აჩვენებს, რომ „თეგეტას“ ფასიანი ქაღალდების მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება.
ფასიანი ქაღალდების გამოშვებით მობილიზებული თანხა საშუალებას გვაძლევს, ეს რესურსი ისევ კომპანიის განვითარებას მოვახმაროთ - გავაფართოოთ ბიზნესსაქმიანობა და, ამასთანავე, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები. მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორს „თიბისი კაპიტალს“, რომლის მხარდაჭერითაც კიდევ ერთი პროგრამა წარმატებით ჩავხურეთ“.
ინვესტორთა ბაზის მაღალ დივერსიფიკაციაზე მიუთითებს ობლიგაციონერთა რაოდენობა. დეკემბერში დაწყებული ემისიის ფარგლებში, თეგეტას ფიქსირებულგანაკვეთიანი ობლიგაციები, ჯამური 30 000 000 ლარის ოდენობით, 110-მა ფიზიკურმა პირმა შეიძინა, მათგან 80% რეზიდენტია, 20% კი - არარეზიდენტი. ჰოლდინგის ინვესტორებს შორის, არიან სადაზღვევო კომპანიებიც.
ყველა დოკუმენტი, რომლებიც პროგრამის ფარგლებში მომზადდა, საჯაროა და ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირებისათვის. ტრანზაქციის განთავსების ექსკლუზიური აგენტი „თიბისი კაპიტალი“ მიმდინარე პროცესს სრულად წარმართავდა.
მერი ჩაჩანიძე, „თიბისი კაპიტალის“ მმართველი დირექტორი: „მოხარული ვარ, რომ „თეგეტა ჰოლდინგმა“ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის ისტორიაში ლარში დენომინირებული, საცალო მომხმარებლებისათვის განკუთვნილი, პირველი ობლიგაციები სწორედ „თიბისი კაპიტალის“ მხარდაჭერით განათავსა და, ჯამში, 30 მილიონი ლარის ემისია წარმატებით დახურა. აღნიშნული ემისია „თიბისი კაპიტალისა“ და „თეგეტა ჰოლდინგის“ ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ ერთი დასტურია. ლარის ობლიგაციებით, „თეგეტა ჰოლდინგთან“ ერთად, დაბანდების ალტერნატიული შესაძლებლობა შევქმენით - ფიზიკურ პირებს საშუალება მივეცით, ხარჯები და დანაზოგი ერთ ვალუტაში ჰქონდეთ და გონივრულად დაზოგონ ფინანსური სახსრები. „თიბისი კაპიტალი“, როგორც წამყვანი საინვესტიციო ბანკი, ხელს უწყობს ბაზარზე ინოვაციური ტრანზაქციების განხორციელებასა და საინვესტიციო პროდუქტების დანერგვას“.
ინფორმაციისთვის, „თეგეტა“ ადგილობრივ ფასიანი ქაღალდების ბაზარზე პირველი კომპანიაა, რომელმაც 2024 წელს დამტკიცებული მულტისავალუტო პროგრამის ფარგლებში ემისია განახორციელა. აღნიშნული პროგრამით დაგეგმილია ჯამურად 30 მილიონი ევროს ეკვივალენტი ობლიგაციების განთავსება, ხოლო პირველი 10 მილიონიანი ევროს ნომინალური მოცულობის ობლიგაციების ტრანშში ინვესტირება ახლაც შესაძლებელია.
ევროში დენომინირებული ობლიგაციების შესყიდვის მინიმალური მოცულობა 1 000 ერთეული ევროა. ინვესტორები სარგებელს 6 თვეში ერთხელ მიიღებენ და ობლიგაციების ძირი თანხა ორი წლის თავზე დაიფარება.
აღნიშნული ფასიანი ქაღალდები განკუთვნილია როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისათვის და მათი შეძენა, მათ შორის, რეზიდენტებისთვისაც შესაძლებელია და არარეზიდენტებისთვისაც.
დღეისათვის „თეგეტა ჰოლდინგს“ საქართველოს საფონდო ბირჟის A ლისტინგში განთავსებული აქვს 350 მილიონ ლარამდე ეკვივალენტის ღირებულების ფასიანი ქაღალდები. ძირითადი ინვესტორები არიან როგორც საფინანსო ორგანიზაციები, კერძო კომპანიები, საპენსიო სააგენტო, ფიზიკური რეზიდენტი და არარეზიდენეტი პირები, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი ADB. თეგეტა პირველი კომპანიაა რეგიონის საავტომობილო ინდუსტრიაში, რომელმაც მწვანე ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ემისიის ფარგლებში კომპანიამ ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო სეგმენტისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების ვალდებულება აიღო. პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და დათქმულ ვადაში დასრულდება.
--
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
პოლიტიკა
- მომესმა თუ ნამდვილად იმაზე იყო საუბარი, რომ ამ აქციების დროს პოლიციელების მხრიდან რაღაც მიუღებელი მოქმედება ხორციელდებოდა ჟურნალისტების მიმართ? - ნინო წილოსანი ლევან იოსელიანს
- როგორ თხასავით გაყიდა ივანიშვილმა მისი ერთგული ადამიანები, იგივე ხარაზიშვილი, რომელიც „მაგნიტსკის სიაშია“ და ფაქტობრივად, „მგლის ბილეთით“ გაუშვა თანამდებობიდან - ლევან ხაბეიშვილი
- 2024 წლის გაზაფხულის აქციებზე ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე სამართალდამცავების მიმართ პასუხისმგებლობის დაუკისრებლობამ, ნოემბერ-მარტის აქციებზე არაპროპორციული ძალის გამოყენების წინაპირობა შექმნა - ლევან იოსელიანი
- „ქართული ოცნება“ გამალებით ცდილობს დასავლურ არენაზე ლეგიტიმაციის მოპოვებას, მოგზაურობით და იმ გზით, რაც მათ დაისახეს, ამას ვერ შეძლებენ - პეტრე ცისკარიშვილი
საზოგადოება
- ქობულეთის დაბა ოჩხამურში ჯილეხი დადასტურდა
- ჟურნალისტი დასაჯეს და კიდევ უნდა მიუსაჯონ, ამბობენ, რომ პოლციელს შეურაცხყოფა მიაყენა, რატომ არ დაიჭირეს ისინი, ვინც ჟურნალისტებს ფეხებით შედგნენ და სცემეს? - არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი
- ჯანსუღ კახიძის საიუბილეო კონცერტები რეგიონებში „თეგეტას“ მხარდაჭერით გაიმართება
- რა აქტივობები განხორციელდა „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ 6 თვის განმავლობაში
სამართალი
- ყალბმა კომისიამ პოლიტიკური ნიშნით დამიბარა გამოძიებაზე, არანაირი თანამდებობა მე არ მქონია იმ პერიოდში - ბადრი ჯაფარიძე
- წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ? ადამიანი, რომელმაც თანაშემწის "სიგნალის" „ჩათით“ დამიბარა, მოდიო, ჩემი დაქალია თუ ვინაა, ვერ გავიგე?! - მამუკა ხაზარაძე
- ნარკოდანაშაულის ბრალდებით რუსეთის 2 მოქალაქე დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
- ივანიშვილის დავალებით გამიტაცეს, 2 დღე თვალახვეული მატარეს და ჩამტენეს თვითმფრინავში - გიორგი ბაჩიაშვილი
მსოფლიო
- ავსტრიის ქალაქ გრაცის სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულია სულ მცირე 10 ადამიანი
- უკრაინულმა დრონებმა იერიში მიიტანეს ენგელსის ნავთობბაზაზე, რომელიც რუსულ სტრატეგიულ თვითმფრინავებს საწვავით ამარაგებს
- რუსებმა კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანეს - დაიღუპა 4 და დაშავდა 20 ადამიანი
- ილონ მასკი უბრალოდ გაგიჟდა - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა ბიზნესის“ ფარგლებში Shell-ისა და Mobil-ის პროდუქციაზე განსაკუთრებული შეთავაზება იმოქმედებს
- Behind the scene – უნიკალური გამოცდილება Porsche-ს მფლობელებისთვის
- Volvo Personal Service – როდესაც სერვისი პერსონალურ გამოცდილებად იქცევა
- „თეგეტა ბიზნესი“ - ჰოლდინგის ახალი მიმართულება ბიზნესების მხარდასაჭერად
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება