კოტ დი ვუარში მომხდარი თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 13:06 | 14.03.2016
ნანახია: 1683

ბოლო მონაცემით 16 ადამიანი დაიღუპა, კოტ დი ვუარში მომხდარი თავდასხმის შედეგად. შეიარაღებულმა პირებმა ტურისტებში პოპულარულ გრან ბასამის პლიაჟზე ცეცხლი გახსნეს.

დაღუპულთა შორის არიან ფრანგი და გერმანელი ტურისტებიც. თვითმხილველთა განცხადებით, თავდამხმელები ორნი იყვნენ და ერთ-ერთი სასტუმროს წინ მყოფი ტურისტების მიმართულებით ისროდნენ.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ალ ქაიდას ადგილობრივმა ფრთამ აიღო.

ცეცხლის ქევშ მოყვნენ გაეროს მისის უკრაინელი მშვიდობისმყოფელებიც. ქალაქში უკრაინის საპატიო გენერალური კონსულის თქმით, ჯგუფის ხელმძღვანელი მაიორი ელენა ლიახოვა სახეში დაიჭრა, ის ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

ქალაქი გრან ბასამი დედაქალაქიდან 40 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და დიდი პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებში.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე