ნორვეგიამ პალესტინა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა

საქართველო, თბილისი - 13:14 | 22.05.2024
ნანახია: 3106

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტიორემ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნორვეგია აღიარებს პალესტინას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და ეს აღიარება ძალაში 28 მაისს შევა.

ნორვეგია გახდა გაეროს 144-ე ქვეყანა, რომელმაც აღიარა პალესტინა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, პალესტინას ფუნდამენტური უფლება აქვს იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფო და აღიარების გარეშე ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამკვიდრება ვერ მოხდება.

პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას ასევე გეგმავს ესპანეთი და ირლანდია.


პოლიტიკა

სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე