ქართველი სამხედროების დაჯილდოება ავღანეთში

საქართველო, თბილისი - 11:52 | 14.03.2016
ნანახია: 1672

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ტაქტიკური დაჯგუფება „ბუფალოს" შემადგენლობაში შემავალმა ჩეხმა სამხედროებმა „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს „გამოჩენილი პროფესიონალიზმისა და კოორდინირებული მუშაობისთვის" მესამე ხარისხის მედლები გადასცეს.

დაჯილდოებულთა შორის აღმოჩნდნენ 22-ე ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი მანუჩარ ბარბაქაძე და ბატალიონის სერჟანტი გურგენ ნარსია, ასევე ამერიკის არმიისა და საზღვაო ქვეითთა კორპუსის ოფიცრები და სერჟანტები.

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში 2015 წლის ოქტომბრიდან მონაწილეობს. ქართული ქვედანაყოფი მნიშვნელოვან ამოცანებს ასრულებს - უზრუნველყოფს ბაზის უსაფრთხოებას და საპატრულო ოპერაციებს ატარებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე