ხელისუფლებას მოვუწოდებთ, კორუმპირებული აქტორების პასუხისგებაში მიცემის მიზნით ნაბიჯები გადადგას - მეთიუ მილერი სანქცირებულ მოსამართლეებზე

საქართველო, თბილისი - 08:52 | 16.04.2024
ნანახია: 689

ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ კორუმპირებული აქტორების პასუხისგებაში მიცემის მიზნით ნაბიჯები გადადგას, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა სანქცირებული მოსამართლეების შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, მოსამართლეების დასანქცირების საფუძველი სასამართლო სისტემაში კანონის უზენაესობის შელახვისთვის გაწეული სამუშაოები გახდა.

„სანქციები დაწესდა, რათა იმ ბოროტი აქტორებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ხელი შეუწყოს, რომლებმაც დაუსჯელობით ისარგებლეს, ასევე,

[დაწესდა] ქართულ საზოგადოებასა და სასამართლო სისტემაში კანონის უზენაესობის შელახვისთვის გაწეული სამუშაოსთვის. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებასთან კომუნიკაციას, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ კორუმპირებული აქტორების პასუხისგებაში მიცემის მიზნით ნაბიჯები გადადგას“, - აღნიშნა მეთიუ მილერმა“, - განაცხადა მილერმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე