ნებისმიერ თემას შეგიძლიათ მიუჩინოთ ხელოვნური სპიკერი, მაგრამ დიასპორაში გაგიჭირდებათ, ისინი ადვილად ამოიცნობენ ყალბ გულშემატკივარს - ბექა ოდიშარია ოპოზიციას
საქართველო, თბილისი - 18:42 | 22.03.2024 ნანახია: 1331„მერამდენე წელიწადია, 27 მაისსავე ვზეიმობთ, უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების - ჩვენი დიასპორის დღეს და მიხარია, სწორედ იმიტომ, რომ მეძლევა საშუალება, ვნახო მრავალი ჩვენი თანამემამულე, ჩვენი დიასპორელები. ეს დღე, სწორედ ის დღეა, სადაც უკვე 8 წელია არცერთი არამც თუ ეს ადამიანი, ვინც დღეს წარმოადგენს ემიგრაციის ფსევდო გულშემატკივარს, არ მინახავს ზოგადად ოპოზიციური ფლანგის წარმომადგენლები“, - განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმინეს.
ბექა ოდიშარიას შეფასებით, ოპოზიცია ყველა მიმართულებით ღია კარს ამტვრევს.
„რაც შეეხება დღევანდელ წარმოდგენას, სახელწოდებით - ინტერპელაცია. მას წარმოგვიდგენენ დარგის ნეგატიური რეკორდსმენები, რომელთა სინდისზე და მმართველობის პერიოდზე მოდის 2003-24 წლებში გასული ადამიანების სრული რაოდენობის 2/3“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ და დასძინა, რომ საქართველოს ხელისუფლება საკუთარი დიპლომატიური კორპუსის მეშვეობით ყველაფერს აკეთებს როგორც სიტყვით, ასევე საქმით.
მისივე განმარტებით, ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ყურადღებით მოუსმინა პარტია „ლელოს“ მიერ „ნაცებისთვის“ და კოლექტიური „ნაცებისთვის“ დაქირავებულ კონსულტანტს როზნერს, რომელმაც ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულად დიასპორის მიმართულება წარმოაჩინა.
„ნებისმიერ თემას შეგიძლიათ მიუჩინოთ ხელოვნური სპიკერი, მაგრამ დიასპორაში გაგიჭირდებათ, რადგან დიასპორა უნდა გიყვარდეს და გრძნობდე, რადგან დიასპორა გაცილებით უფრო მგრძნობიარე და დაკვირვებულია, ვიდრე საქართველოში მცხოვრები ქართველი კაცი. ისინი ადვილად ამოიცნობენ ყალბ მოამაგეს და გულშემატკივარს, ისინი ადვილად აიდენტიფიცირებენ ადამიანებს, რომლებიც მათ ეპყრობიან მერკანტილურად.
თქვენგან განსხვავებით, ჩვენი გუნდი გულწრფელად იღვწის იმისათვის, რომ შეიქმნას ბუნებრივი გარემო და გენერირდეს მიზიდულობის ძალა, რათა უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს გაუჩნდეთ ნებაყოფლობით დაბრუნების სურვილი სამშობლოში. ვქმნით სამუშაო ადგილებს, ვზრდით სოციალურ პაკეტებს, მუდმივად ვაუმჯობესებთ სერვისებს“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
პოლიტიკა
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
- „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს
- ნანუკა ჟორჟოლიანმა წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის - შალვა პაპუაშვილი
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















