საქართველოს პრეზიდენტი თურქ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს

საქართველო, თბილისი - 09:57 | 14.03.2016
ნანახია: 1633

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი თურქეთში მომხდარ ტერორისტულ აქტს ეხმიანება და განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

"შოკირებული ვარ ანკარაში მომხდარი კიდევ ერთი ტერორისტული აქტით, რომელმაც იმსხვერპლა უდანაშაული ხალხი და მრავალი დაშავდა. საქართველო მკაცრად გმობს ტერორიზმს, გვერდში უდგას და თანაგრძნობას უცხადებს მეგობარ თურქ ხალხს. ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახის წევრების მწუხარებას,"- წერია განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტის ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნდა. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე