რუსეთის ივანოვოს ოლქში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

საქართველო, თბილისი - 15:15 | 12.03.2024
ნანახია: 782

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ივანოვოს ოლქში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა ილ-76-მა კატასტროფა განიცადა. ბორტზე ეკიპაჟის რვა წევრი და შვიდი მგზავრი იმყოფებოდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თვითმფრინავი აეროდრომიდან აფრენისას, გეგმური ფრენის შესრულების დროს ჩამოვარდა.

აფრენის დროს ერთ-ერთ ძრავას ცეცხლი გაუჩნდა, რის შემდეგაც თვითმფრინავი ჩამოვარდა.

თვითმხილველების მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანს, ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავი.

რუსული მედიის ცნობით, რეგიონის დასახლებული პუნქტები არ დაზარალებულა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე