ანკარის ტერაქტის შემდეგ ხელისუფლებამ Twitter-ი და facebook-ი დაბლოკა

საქართველო, თბილისი - 09:49 | 14.03.2016
ნანახია: 1783

ანკარაში მომხდარი აფეთქების შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ Twitter-ი და facebook-ი დაბლოკა. მიზეზად ტერაქტის ადგილზე გადაღებული ფოტოების გავრცელების შეჩერება სახელდება. ბოლო მონაცამებით აფეთქებას 34 ადამიანი ემსხვერპლა.

ხელისუფლებამ აფეთქების ადგილზე გადაღებული ფოტოებისა და ვიდეოკადრების გავრცელება დაუშვებლად მიიჩნია. შესაბამისი კადრები სოციალურ ქსელში აფეთქებიდან რამდენიმე წუთში გავრცელდა.

ანკარის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილას ავტობუსების სადგურზე დანაღმული ავტომობილი გუშინ საღამოს აფეთქდა.მომხდარი საკუთარ თავზე ჯერ-ჯერობით არც-ერთ დაჯგუფებას არ აუღია. სააგენტო ”როიტერი” თურქულ სპეცსამსახურების წყროზე დაყრდნობით წერს, რომ მომხდარი შესაძლოა ქურთების მუშათა პარტიის მიერ იყოს ორგანიზებული.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე