ბოლო მონაცემებით ანკარაში მომხდარ ტერაქტს 34 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 09:38 | 14.03.2016
ნანახია: 1756

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ტერაქტს ანკარაში 34 ადამიანი ემსხვერპლა. 125 დაშავებული ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება, მათგან 19 კრიტიკულ მდგომარეობაშია. ანკარის ცენტრში, ავტობუსების სადგურზე დანაღმული ავტომობილი გუშინ საღამოს აფეთქდა.

ვრცელდება აფეთქების პირველი კადრებიც. თვითმხილველების თქმით, ათა თურქის ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე სროლის ხმაც ისმოდა. მომხდარი საკუთარ თავზე ჯერ-ჯერობით არც-ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით, სააგენტო REUTER-ი წერს, რომ მომხდარი შესაძლოა ქურთების მუშათა პარტიის მიერ იყოს ორგანიზებული.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე