რუსმა ოკუპანტებმა ნიკოპოლი დაბომბეს | არის მსხვერპლი

საქართველო, თბილისი - 13:54 | 13.02.2024
ნანახია: 1336

უკრაინული მედიის ცნობით, დღეს დილით რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი ნიკოპოლი დაბომბეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.

როგორც დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი ლისაკი Telegram-ზე წერს, დაბომბვის შედეგად დაზიანდა კერძო სახლიც.

"ტრაგიკული დილა. ნიკოპოლში ადამიანი დაიღუპა. კაცი მოწინააღმდეგის საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა. ის 64 წლის იყო," - წერს ლისაკი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე