6000-მდე სატრენინგო საათი, 50-ზე მეტი საერთაშორისო სწავლება და 3 ავტორიზებული პროგრამა - "თეგეტა აკადემიის" 2023 წელი
საქართველო, თბილისი - 18:45 | 02.02.2024 ნანახია: 3220
50-ზე მეტი საერთაშორისო ტრენინგი, ინოვაციური სწავლებები, სტუდენტთა წამახალისებელი პროგრამები, გაღრმავებული ურთიერთობები მსოფლიოს უდიდეს ავტომწარმოებლებთან და მოპოვებული საერთაშორისო გრანტები - 2023 წელი "თეგეტა აკადემიის" ისტორიაში არაერთი მიმართულებით იყო რეკორდული. გამორჩეული წლის ლოგიკური დასასრული კი შემოსავლების 52%-იანი ზრდა აღმოჩნდა.
2023 წელს "თეგეტა აკადემიის" ანგარიშზე 5620 ტექნიკური და ბიზნესსატრენინგო საათია, რაც 2022 წლის მონაცემებს 1007 საათით აჭარბებს. სწავლებაში, ჯამში, 2829 მსმენელი მონაწილეობდა, გამართული ტრენინგებით კმაყოფილების მაჩვენებელი კი, შიდა კვლევებით, 97%-ია.

ოთარ სიხარულიძე, "თეგეტა აკადემიის" დირექტორი: "2023 წელი აკადემიისთვის გამორჩეული იყო იქიდან გამომდინარე, რომ ოპერირების სფერო რადიკალურად გავზარდეთ და უამრავ ახალ პროექტში ჩავერთეთ, ტრენინგების მიმართულებით. 50-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდის ტრენინგს ვუმასპინძლეთ, ან ჩავატარეთ მათი ვებინარები. ასევე, აკადემიის ტრენერები არაერთ სწავლებას წარუძღვნენ უცხოეთში. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული იყო ტრენინგი ერევნის ავტობუსების მძღოლებისთვის. მათ იმ MAN-ის ავტობუსების მართვა შევასწავლეთ, რომლებიც Tegeta Truck and Bus-მა მიაწოდა ერევანს. წლის ბოლოს კი ტრენინგი სერვისის მიმართულებითაც გავმართეთ.
2023 წელს ვუმასპინძლეთ დელეგაციებს ჩვენი პარტნიორი კომპანიებიდან და თავადაც არაერთი წარმატებული ვიზიტი გვქონდა. მინდა აქაც გამოვყო სტუმრობა MAN-ის დუბაის აკადემიაში, სადაც ერთმანეთს გავუზიარეთ გამოცდილება და დავსახეთ სამომავლო თანამშრომლობის გეგმებიც 2024 წლისთვის.
"თეგეტა აკადემიამ" გასულ წელს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. მათ შორის წარმატებით დავასრულეთ პროგრამის „დაიწყე კარიერა თეგეტაში“ ორი ფაზა და დავიწყეთ მესამე ნაკადის სწავლება, რომლის ფარგლებშიც 35 ახალი თანამშრომელი შეემატა „თეგეტა მოტორსის“ სერვისისა და გაყიდვების გუნდს".
2023 წელი გამორჩეული იყო USAID-თან თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაღრმავების თვალსაზრისითაც, რომლის შედეგიცაა ონლაინ სასწავლო პლატფორმა Electude-ის დანერგვა. ამისათვის „თეგეტა აკადემიას“, USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლების“ ფარგლებში, 30 000 დოლარი გადაეცა. გადამზადდა 1000-მდე პირი, შემუშავდა 10-მდე სასწავლო პროგრამა და ითარგმნა Electude-ის სასწავლო მოდულები ქართულ ენაზე. მათი საშუალებით სასწავლო პროგრამა ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისთვის და დღეს უკვე „თეგეტა აკადემია“ Electude-ის ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში.

ასევე USAID-თან თანამშრომლობით და ამავე პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა სპეცტექნიკის ოპერატორების მოსამზადებელი პროგრამების შექმნა და მაღალი დონის სიმულატორის შეძენა. მალე პროგრამა ოფიციალურ აკრედიტაციასაც მიიღებს, რაც ნიშნავს იმას, რომ 2024 წელს აკადემიას უფლება ექნება, გასცეს სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი.
აგრეთვე, 2023 წელს საფუძველი ჩაეყარა თანამშრომლობის ახალ ეტაპს: USAID-ის ჩართულობით „თეგეტა აკადემია“ წელს განახორციელებს სტრატეგიულად და ინფრასტრუქტურულად ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტს, რაც გულისხმობს ფოთში აკადემიის ფილიალის გახსნას, ხოლო ბათუმში არსებული ფილიალის მასშტაბების გაზრდას.

გიორგი ცინარიძე, "თეგეტა აკადემიის" კომერციული პროექტების სამსახურის ხელმძღვანელი: "ბოლო წლების განმავლობაში USAID-თან თანამშრომლობით განხორციელდა საავტომობილო, სამშენებლო, საპორტო და ლოგისტიკური ინდუსტრიებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტები. ამ პროგრამების შექმნა, ერთი მხრივ, კერძო სექტორს აძლიერებს, მეორე მხრივ კი, ძალიან კარგ შესაძლებლობას აძლევს სამუშაოს მაძიებლებს, დაეუფლონ მაღალანაზღაურებად პროფესიებს და დასაქმდნენ.
ბათუმის განახლებული ფილიალი ფოკუსირებული იქნება მექანიკოსების მოსამზადებელ მიმართულებაზე, რისთვისაც 7 ახალი პროგრამა შემუშავდება - სატვირთოების, მსუბუქებისა და სპეცტექნიკის მექანიკოსებისთვის. გვექნება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ტრენინგები, რისთვისაც ვამზადებთ მაღალი დონის პრაქტიკულ სივრცეებს. რაც შეეხება ფოთის ფილიალს, Transford-თან პარტნიორობით, აქ შეიქმნება 10 სასწავლო პროგრამა საპორტო და სამშენებლო ტექნიკის ოპერატორებისთვის.
საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება აკადემიას საშუალებას მისცემს რეგიონში მოღვაწე ბიზნესებზე მორგებული, მოთხოვნადი პროგრამები შეიმუშაოს და რეგიონის მცხოვრებლებს შესთავაზოს, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს დასავლეთ საქართველოში დასაქმებულთა კვალიფიკაციის გაზრდას".
2023 ასევე საკმაოდ დატვირთული და შედეგიანი წელი იყო „თეგეტა აკადემიის“ პროფესიული კოლეჯისთვისაც, რომლის 13-მა კურსდამთავრებულმა უკვე გადაინაცვლა „თეგეტა მოტორსში” და წარმატებით უმკლავდება სამუშაოს. სწორედ გასულ წელს დაიწყო აკადემიამ მუშაობა „თეგეტა მოტორსის“ სასწავლო საწარმოს სტატუსის მოსაპოვებლად, რასაც პირველი შედეგები უკვე მოჰყვა.
აღსანიშნავია, რომ გასული წლიდან პირველად მოქმედებს ორი ავტორიზებული პროგრამა პარალელურ რეჟიმში - ელექტრო- და ელექტრონული სისტემების შეკეთების სასწავლო პროცესი უკვე პრაქტიკაში მიმდინარეობს, ხოლო აუდიტორიებში თეორიული სწავლება ძრავის პროგრამებზე დაიწყო.
2023 წელი აკადემიისთვის გამორჩეული იყო იმითაც, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაიხსნა თანამშრომლობის პირველი ეტაპი, რომლის ფარგლებშიც იგეგმება როგორც ერთობლივი პროგრამების შემუშავება, ისე მათი ინფრასტრუქტურის განვითარება. კიდევ უფრო გაფართოვდა „თეგეტა აკადემიის“ საგანმანათლებლო არეალი და სხვადასხვა კომპანიაში ჩატარდა სპეციალიზებული ტრენინგები - მათ შორის გადამზადდნენ GWP-ის, Global Beer Georgia-ს და TBC ლიზინგის თანამშრომლები.
ოთარ სიხარულიძე "თეგეტა აკადემიის" დირექტორი: "გასული წლის შეჯამებისას ასევე აღსანიშნავია ის ფინანსური შედეგი, რომელიც „თეგეტა აკადემიამ“ აჩვენა. შემოსავლის 52%-იანი ზრდა განაპირობა, პირველ რიგში, საგრანტო პროექტებიდან მიღებულმა ფინანსურმა რესურსმა, თუმცა ასევე გაიზარდა სატრენინგო მიმართულებიდან მიღებული შემოსავალი - პირველად ისტორიაში „თეგეტა აკადემიის“ ტრენინგებიდან მიღებულმა შემოსავალმა ერთ მილიონ ლარს გადააჭარბა. ეს კი პირდაპირ ბმაშია ჩვენ მიერ ოპერირების სფეროებისა და თანამშრომლობების არეალის გაზრდასთან.
მიუხედავად იმისა, რომ „თეგეტა აკადემიის“ შინაარსი პირდაპირ არ გულისხმობს ბიზნესსა და შემოსავლის გენერირებაზე ორიენტირებულობას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ „თეგეტა აკადემია“ როგორც განათლების მხრივ, ისე ფინანსური მიმართულებით სულ უფრო მდგრად კომპანიად ყალიბდება, რომელიც სამომავლოდ ბევრად უფრო დიდი პროექტების ავტორი და შემსრულებელი გახდება. შესაბამისად, სულ უფრო მნიშვნელოვან როლს შეიძენს ჰოლდინგისთვისაც და მთელი ქვეყნისთვისაც".
წარმატებული 2023 წლის შემდეგ „თეგეტა აკადემია“ გეგმავს 2024-ში ყველა მაჩვენებლის კიდევ უფრო გაუმჯობესებას და ინვესტირებაზე ფოკუსირებას, როგორც ინფრასტრუქტურის, ისე ტრენინგების განვითარების კუთხით. კომპანიაში სწორედ 2024 წლის ბოლოს ელოდებიან იმ სამუშაოების რეალურ შედეგებს, რომლებსაც საფუძველი 2023-ში ჩაეყარა.
"თეგეტა ჰოლდინგის" შვილობილი კომპანია "თეგეტა აკადემია" არის ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური ტრენინგცენტრი, რომელიც 2013 წლიდან ახორციელებს საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით.
"თეგეტა აკადემია" კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.
პოლიტიკა
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
- „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს
- ნანუკა ჟორჟოლიანმა წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის - შალვა პაპუაშვილი
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
მსოფლიო
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















