ბიძინა ივანიშვილის თქმით, ღარიბაშვილმა თვითონ მოისურვა გადადგომა

საქართველო, თბილისი - 14:19 | 01.02.2024
ნანახია: 608

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილმა თვითონ მოისურვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა.

ასე უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, თუ რატომ იცრუა, როდესაც თქვა, რომ პრემიერ-მინისტრი არ შეიცვლებოდა.

"რა უნდა დავუწუნო, ნახეთ, როგორი კაცია. თვითონ მოისურვა, მე არ მომისურვებია", – აღნიშნა ივანშვილმა.

"ქართულმა ოცნებამ" პარტიის ყრილობა გამართა, სადაც თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილი აირჩიეს.

ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე წარადგინა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე