დღევანდელ სასამართლო პროცესს მიხეილ სააკაშვილი არ ჩაერთვება

საქართველო, თბილისი - 14:25 | 24.01.2024
ნანახია: 2507

დღევანდელ სასამართლო პროცესს მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არ დაესწრება და არც დისტანციურად ჩაერთვება. განცხადება პროცესის წინ, მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა გააკეთა. 

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართება. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევა გაგრძელდება. პროცესზე  გამოიკითხებიან ბრალდების მხარის მოწმეები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე