ეკლესიის წინააღმდეგ ჩვეულებრივი ტერორიზმი მიმდინარეობს - ვოლსკი

საქართველო, თბილისი - 15:11 | 22.01.2024
ნანახია: 3240

ეკლესიის წინააღმდეგ ჩვეულებრივი ტერორიზმი მიმდინარეობს, რომელიც პოლიტიკური ინტერესის მატარებელია და კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების სტრატეგიას ემთხვევა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„ეკლესიის წინააღმდეგ ჩვეულებრივი ტერორიზმი მიმდინარეობს, რომელსაც ძალიან ადვილად დაერქმევა სახელი. ნებისმიერი ადამიანი, თუნდაც ათეისტი, რომელიც საღად მსჯელობს ამ საკითხზე, აუცილებლად განცხადებებსა და კონკრეტულ ქმედებებში ამოიკითხავს ტერორიზმისთვის დამახასიათებელ ნიშნებს, გინდა სიტყვიერი, გინდა იდეოლოგიური და გინდა ფიზიკური ტერორიზმი ეკლესიის წინააღმდეგ ხორციელდება. მნისშვნელოვანწილად, პოლიტიკური ინტერესის მატარებელია და კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების სტრატეგიას ემთხვევა“, - აღნიშნა ვოლსკიმ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე