ლიონელ მესი ფიფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა

საქართველო, თბილისი - 02:49 | 16.01.2024
ნანახია: 13019

ფიფამ “ინტერ მაიამისა“ და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი ლიონელ მესი წლის საუკეთესო ფეხბურთელად მესამედ დაასახელა.

საზეიმო ცერემონია The Best FIFA Football Awards ლონდონში იმართება. პრიზისთვის ასევე იბრძოდნენ „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი და „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი კილიან მბაპე.

2023 წელს მესი „პარი სენ ჟერმენის“ შემადგენლოაბში საფრანგეთის ჩემპიონი გახდა და ამერიკულ „ინტერ მაიამისთან“ ერთად Leagues Cup მოიგო, რითაც ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი გახდა. მან გაუსწრო ყოფილ თანაკლუბელს „ბარსელონადან“ დანი ალვეშს, რომელმც 43 ჯილდო მოიპოვა. ოქტომბერში მესი გახდა „ოქროს ბურთის“ რვაგზის მფლობელი. არგენტინელი, მეორე წელი ზედიზედ  და მესამად კარიერაში ფიფას ვერსიით, წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე