მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ ბიჭვინთის ტერიტორიის უკანონო მითვისებას, ეს ქმედებები საერთაშორისო სამართლის ნორმების აშკარა დარღვევაა - პოლონეთის საელჩო

საქართველო, თბილისი - 21:40 | 29.12.2023
ნანახია: 2379

საერთაშორისო სამართლის ნორმების აშკარა დარღვევა - ასე აფასებს პოლონეთის საელჩო საქართველოში, საოკუპაციო რეჟიმის მიერ, ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემას:

"მკაცრად ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მიერ პიცუნდას/ბიჭვინთის ტერიტორიის უკანონო მითვისებას. ეს ქმედებები საერთაშორისო სამართლის ნორმების აშკარა დარღვევაა. პოლონეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში," -  ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე