მტკიცედ ვგმობთ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პარლამენტის გადაწყვეტილებას - ესტონეთის საგარეო უწყება

საქართველო, თბილისი - 19:34 | 28.12.2023
ნანახია: 2357

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის მიერ რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება.

„ჩვენ მტკიცედ ვგმობთ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პარლამენტის გადაწყვეტილებას, ბიჭვინთის/პიცუნდის რუსეთისთვის გადაცემასთან დაკავშირებით. 

ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და მოუწოდებს რუსეთს, რომ შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და მისი განხორციელების მექანიზმები", - წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე