მკაცრად ვგმობთ აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის უკანონო ქმედებას, ბათილად ვაცხადებთ ოკუპაციის დროს განხორციელებულ ყველა სამართლებრივ ქმედებას - ნიკოლოზ სამხარაძე

საქართველო, თბილისი - 13:58 | 27.12.2023
ნანახია: 2179

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა გვიან ღამით ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემის რატიფიცირება მოახდინა. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ უკანონო ქმედებას, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა გვიან ღამით ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემის რატიფიცირება მოახდინა. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ უკანონო ქმედებას. ბათილად ვაცხადებთ ოკუპაციის დროს განხორციელებულ ყველა სამართლებრივ ქმედებას. ეს შეიცვლება მას შემდეგ, რაც საქართველო აფხაზეთზე იურისდიქციას აღადგენს“, – წერს ნიკოლოზ სამხარაძე.

შეგახსენებთ, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა დღეს დილით დაამტკიცა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება.

გადაწყვეტილებას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის 25 წევრმა დაუჭირა მხარი.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიცია და მოსახლოების ნაწილი ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და მის გაუქმებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით 26 დეკემბერს  ე.წ. პარლამენტის შენობასთან  საპროტესტო აქცია გაიმართა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე